ბევრი ადამიანი უჩივის ქრონიკულ დაღლილობას. არსებობს სპეციალური წესები, რომ შრომამ ძალიან არ გადაგღალოთ და თავი მხნედ და ჯანმრთელად იგრძნოთ მთელი დღის განმავლობაში. კერძოდ:
ყოველ საღამოს დაიზილეთ ტანი ცივ წყალში დასველებული პირსახოცით და მიიღეთ B ვიტამინი; ძილის წინ კი გაიკეთეთ ფეხების აბაზანა;
დიდი რაოდენობით მიირთვით კალცით მდიდარი საკვები, მაგალითად: ნედლი ბოსტნეული, ხილი, რძე, კვერცხის გული;
თუ გონებრივად დატვირთული სამუშაო გაქვთ, ჭამეთ ნიგოზი, ნუში და თევზი;
თუ საღამოს ფეხებში ტკივილი იგრძენით, ესე იგი, სისხლძარღვების სპაზმი გაქვთ. ეს ძირითადად იმათ აწუხებთ, ვისაც დიდი ხნით უწევს სამსახურში ფეხზე დგომა. სახლში დაბრუნებისას, დაახლოებით ნახევარი საათით, დაჯექით სკამზე და ფეხები მეორე სკამზე შემოაწყვეთ;
ყოველ დილით დალიეთ ერთი ჩაის ჭიქა რძე, რომელშიც ერთი ჩაის კოვზი თაფლი იქნება გარეული. კარგია, პიტნის ჩაიც.
დალიეთ დღეში ერთი ჩაის ჭიქა, წყალში გაზავებული ყურძნის ნატურალური წვენი ან ერთი ჭიქა წითელი ღვინო.
ინტელექტუალური შრომით გამოწვეული თავის ტკივილის მოსახსნელად კარგია, სადილად ქაშაყის ჭამა.
სისხლძარღვების გასამაგრებლად სასურველია, ორი კვირის განმავლობაში ჭამოთ დღეში ერთი კბილი ნიორი. ეს უზმოზე უნდა მოახერხოთ. სისხლძარღვების გამაგრებით ტვინთან და გულთან დაკავშირებული პრობლემებიც მოგეხსნებათ. ასევე, სისხლძარღვების გასამაგრებლად და ნერვული სტრესის დროს, თბილ რძეში გახსენით კვერცხის გული, დაუმატეთ ცოტა თაფლი და დალიეთ დღეში ორჯერ.