ყველაზე ადრეული ქორწინება

ყველაზე ადრეული ქორწინება

ყველაზე ადრეული ქორწინება, რომლის ოფიციალური დოკუმენტი დღემდე შემოინახა, 1853 წლით თარიღდება და საკმაოდ უცნაური წყვილის ოფიციალურ ურთიერთობას ეხება: პატარძალი 5 წლის იყო, სიძე – 8-ის.

ტემულდიჯიმ და ნარიმე ბხიკაჯებმა ერთად 87 წელი იცხოვრეს. მერე კიდევ იტყვიან, ადრეულ ასაკში ქორწინება გაუმართლებელიაო.

თანამედროვე ქორწინების მაგალითებიც ბევრი გვაქვს, რომლებსაც ცნება – „ადრეა“, ან „გვიანია“ – არანაირად არ ეხება.

ინგლისში, ქალაქ ბრედფორდში ცხოვრობს წყვილი, რომელმაც ექვსი წლის წინათ იქორწინა. დღეს ცოლი, კარენ ჩანდი, 106 წლისაა, მისი მეუღლე – კარტარი ჩანდი – 99 წლის...

მაგალითად, პატრიკ სვეიზმა თავისი მომავალი მეუღლე, 15 წლის ლიზ ნიემი, ბალეტის გაკვეთილებზე გაიცნო. როცა თავად 18 წლის იყო. ოთხი წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს და მერე დაქორწინდნენ. ერთად 34 წელი გაატარეს, სანამ ისინი სიკვდილმა არ დააშორა ერთმანეთს – ზუსტად ისე, როგორც საქორწინო ფიცშია.

მართალია, სტატისტიკა ამბობს, რომ ადრეული ქორწინებების 82 პროცენტი განქორწინებით მთავრდება, მაგრამ, იქნებ, თქვენ დანარჩენ  18 პროცენტში ხართ? მართალია, ოჯახის შექმნა მაინც რისკია, თუმცა, ვინც არ რისკავს, ის არც შამპანურს მიირთმევს.