საინტერესო ფაქტები

საინტერესო ფაქტები

მეცხრამეტე საუკუნეში შვედმა ექიმმა ერიკ კრიუგერმა ციურიჰში სამეცნიერო-გამაჯანსაღებელი კლინიკა გახსნა, სადაც მკურნალობდნენ ლოთებს და... აზარტულ მოთამაშეებს.

1567 წელს ვაჭარმა იოჰანაანმა ფრანკფურტში თავისი კანტორა გახსნა და კარის თავზე წითელი აბრა ჩამოკიდა. იოჰანაანი როტშილდების წინაპარი იყო.

ერთ დროს საფრანგეთში არ შეიძლებოდა გარკვეულ რაოდენობაზე მეტი ყურძნის დაკრეფა, რადგან, ფიქრობდნენ, რომ მომავალ წელს ის აღარ დამწიფდებოდა, იქნებოდა წვრილი და მჟავე, ან, შეიძლება, მოსავალი საერთოდ ვერ აეღოთ.

1988 წელს კანადელმა ბიოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ არსებობს ბუზი, რომელიც ინიღბება და ემსგავსება ობობას. ბიბლიური ფრაზის სიტყვების გადანაცვლებით, მათ ამ ბუზს  „მგლის ტყავში გახვეული კრავი“ უწოდეს.

ყველა ევროპელისთვის მნიშვნელოვანია პატარა სოფელი – დელოვოე, რომელიც ორ ქალაქს: ტიაჩევსა და რახოვს შორისაა მოქცეული. ეს სოფელი ევროპის ცენტრია.

ყველაფერი დაიწყო კამათით, რომელიც ჰავაიზე, ერთ-ერთ ბარში ლუდის კათხებით ხელში თავშეყრილ მოყვარულ სპორტსმენებს მოუვიდათ: ისინი ვერაფრით ვერ შეთანხმდნენ, ვინ იყვნენ ნამდვილი სპორტსმენები – მორბენლები თუ მოცურავეები... და ასე წარმოიშვა სპორტის ერთ-ერთი სახეობა – ტრიატლონი.