ესპანური სალათა

ესპანური სალათა

კარაქში მოვხრაკოთ დაჭრილი სოკო, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და ვშუშოთ. დავუმატოთ ნიორი, დავასხათ ღვინო, გავაჩეროთ ცეცხლზე 8 წუთი. როცა სითხის ნახევარი აორთქლდება, შევურიოთ ნაღები და ისევ ვშუშოთ. გადმოვდგათ და შევურიოთ ყველი.

სპაგეტი მოვხარშოთ, დავუმატოთ ბროკოლი, ასპარაგუსი და მოხარშვისთანავე გადავწუროთ. შევურიოთ პომიდორი, მწვანილი.

სუფრაზე მივიტანოთ სოკოიან საწებელთან ერთად.

ინგრედიენტები:

2 ს/კ კარაქი,

200 გ სოკო,

მარილი და პილპილი,

2 კბილი დაკეპილი ნიორი,

ნახევარი ჭიქა თეთრი ღვინო,

1 ჭიქა ათქვეფილი ნაღები,

1 პაკეტი სპაგეტი,

200 გ დაშლილი ბროკოლის ყვავილედი,

200 გ ირიბად დაჭრილი ასპარაგუსი,

400 გ ჩერი ან სხვა წვრილი პომიდორი,

3 ს/კ რეჰანი,

გარნირი:

3 ს/კ ყველი პარმეზანი.

მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: წინანდალი.