For.ge-ს დაუკავშირდა ყოფილი პატიმარი ქეთი ზარნაძე, რომელმაც წერილის გამოქვეყნება გვთხოვა. რედაქცია გთავაზობთ წერილს უცვლელი სახით, სტილი დაცულია.
ბოლო პერიოდში პრესაში, კერძოდ, რამდენიმე წლის წინ, ჟურნალისტიკაში ჩანერგილი ვინმე ელისო კილაძის პირად გაზეთ „ქრონკა+“-ში ვრცელდება არა ერთი ცილისმწამებლური ე.წ. ინფორმაცია. დასაწყისშივე აღვნიშნავ, რომ ვინმე ელისო (ზედმეტსახელად ნუკრი) საზოგადოებას „ესაუბრება“ მიხელ სააკაშვილის ენით, კილაძე ებრძვის მათ, ვისაც ებრძოდა და ახლაც ებრძვის სააკაშვილი და მისი გუნდი. ნაციონალებთან შეხმატკბილებული „გუნდაობის“ უკან, არც მეტი, არც ნაკლები, დგას ასევე ე.წ. ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი ოჯახი.
რამ განაპირობა ჩემი გამოხმაურება ქრონიკულად ქრონიკულ მარაზმზე? მე, ქეთევან ზარნაძე, ვარ ერთ-ერთი იმ მრავალრიცხოვან ადამიანთაგანი, ვინც იმსხვერპლა ადეიშვილ-კოდუას ნაციონალურმა „სამართალმა“ და ვინც უკანონოდ, მტკიცებულებების გარეშე, პირადი მოტივით (მათ ჩემი სახლიდან გაიტანეს უამრავი ღირებული დოკუმენტი, მათ შორის მასალები რომელიც ეხებოდა ბათუმისა და ფოთის პორტის შემოწმებას, კვარციტს და ა. შ.) შვიდი წელი და შვიდი თვე გამომკეტეს ნაციონალურ „გულაგში“, სადაც უამრავი ჩემნაირი გაუბედურებული დედა თუ ბებია იმყოფებოდა, სხვადასხვა შეთითხნილი ბრალით გასამართლებული. ამიტომ, დღეს ნაციონალური საცეცების მეტასტაზებად მოდების მცდელობა, რომელსაც საფუძველს უყრის ჟურნალისტიკის ზონდერი ელისო კილაძე და მისი ზონდერ-მეგობარი ნანუკა ჟორჟოლიანი, ჩემში პროტესტს იწვევს და რაოდენ სამწუხაროა, რომ ამ მარაზმს არავინ ჟურნალისტთაგანი არ აპროტესტებს.
აუცილებლად მინდა შეგახსენოთ, რომ თავის დროზე, ელისო კილაძე იყო ბადრი პატარკაციშვილის შტაბის წევრი. დღეს ის იმ ადამიანებთან მეგობრობით იწონებს თავს, ვისაც ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობაში დებდა თავის დროზე ბრალს. ვთქვათ, მიცვალებულებს საფლავში არავინ მიყვება და კილაძეც ვერ გაყვებოდა ბადრის იმ ქვეყნად, მაგრამ როგორ ახსნის კილაძის ქალი არც თუ ისე დიდი ხნის წინ მის მიერ ჩატარებულ ტრიუკს? საზოგადოებას კარგად ახსოვს როგორ დაადანაშაულა კილაძემ კვერცხების ბიზნესში გელა ხვედელიძე. ხვედელიძის კარიერა, კილაძეს თუ დავუჯერებთ „კვერცხების საქმემ“ შეიწირა. გადის ცოტა ხანი და კილაძე აცხადებს, რომ თურმე, ხვედელიძე სუფთაა და, რომ ხვედელიძე აუცილელად უნდა აღადგინონ სამსახურში. სინამდვილეში კი, ელისო კილაძე თავის დროზე თავის წრეში, ე.წ. რედაქციაში, ამბობდა, რომ ხვედელიძის წინაღმდეგ იმიტომ გაილაშქრა, რომ იმჟამინდელი შს მინისტრის მოადგილე მას შვილის და ქმრის დაკავებით დაემუქრა. ახლა ხვედელიძე და კილაძე იმდენად ახლო მეგობრები არიან, რომ ცოტა ხნის წინ, კილაძე ტრაბახობდა ხვდელიძესთან ერთად პოლიტკაში მოვდივარო...
ჟურნალისტიკაში ჩანერგილი ზონდერი ელისო კილაძე, რომელსაც თურმე, ყველა ადამიანზე აქვს კომპრომატი და თავად თურმე, არის ანგელოზი, უპირისპირდება ყველას, ვინც მის სულიერ მოძღვარს მიშა@კომპანიას ამხელს დანაშაულებრივ ქმედებებში. ასე გახდნენ სხვადასხვა დროს კილაძის სამიზნეები ირაკლი ღარიბაშვილი, მისი სიმამრი თამაზ თამაზაშვილი, ლადო სადღობელაშვილი, ზაზა დავითაია, ლადო ბედუკაძე და ა. შ. „სკანდალური ჩიტი“ „ელისო+“ თითქოს, სიმართლისთვის მებრძოლი ქალბატონი, სულით ხორცამდე ნაცია!
ბევრჯერ დაისვა კითხვა სოციალურ ქსელში - ვინ აძლევს ჩანაწერებს ან რა მიზეზით, ვისზე მუშაობს ეს საჭირო დროს, საჭირო მომენტში გამოჩენილი ჟურნალისტი? კითხვაზე პასუხი იმდენად თვალშისაცემია, ფიქრი არცაა საჭირო. ელისო კილაძე მხოლოდ პრემიერის და მისი სიმამრის დისკრედიტაციით არის დაკავებული, ეს მაშინ, როცა კილაძის მეგობარი ნანული-ნანუკა ჟორჟოლიანის ქმარი და მათი სულიერი მამები ღარიბაშვილის ოჯახს დევნიდნენ და ამავე დროს, ისინი ძარცვავდნენ და ატერორებდნენ ქვეყანას. მათ ყავთ უამრავი დაზარალებული და მომჩივანი, სხვა საკითხია რატომ მიდის გამოძიება ასე ნელი ტემპით, მაგრამ მთავარია ის, რაც ვიცით ჩვენ, უბრალო ადამიანებმა!
ცოტა ხნის წინ პატარკაციშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით „ობიექტურმა“ ჟურნალისტმა კილაძემ გამოაქვეყნა ე.წ. ფარული ჩანაწერები, რაც წლების წინ თითქმის ყველა გაზეთში იყო დაბეჭდილი ანუ „გაიაფებული“ინფორმაცია საზოგადოებას ძვირად მიყიდა და მხოლოდ ერთადერთი მიზნით - „ბულავკა“ კოდუა გაეთეთრებინა. რატომღაც კილაძეს დაავიწყდა საქმის მასალებში არსებული ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი - თვითმფრინავის ბილეთი! ეს ბილეთი კოდუამ ნანუკა ჟორჟოლიანისთვის აიღო და რაც მთავარია, ჟორჟოლიანი ლონდონში არც როგორც ჟურნალისტი და არც როგორც სოდ-ის თანამშრომელი, ისე არ ყოფილა წასული. მაშ, რატომ გააყოლა ხელს კოდუამ ჟორჟოლიანი, ისეთი მნიშვნელოვანი სპეცოპერაციის დროს, რომელსაც პატარკაციშვილის ფარული ჩაწერა და მხილება ქვია? ამ კითხვაზე თავად კილაძე და მისი დაქალი თუ გასცემენ საზოგადოებას პასუხს, კარგი იქნება! დაველოდები მათ პასუხს და ამის შემდეგ თავზე ავიღებ კიდევ ერთი მათი მგზავრის, დავით ჟვანიას მკვლელობას, რომელიც ჩავიდინე „შავი ძალების“ დახმარებით, რადგან ჩემს დაკავებაში ჟვანიას ლომის წილი მიუძღვის.
გაზეთ „ასავალ -დასავალში“ „ელისო+“-მა განაცხადა, კომპრომატები ჩემს შესახებ არ არსებობსო. დავიჯერებ, მაგრამ გასული წლის ნოემბერში კილაძის ქმარი შსს-ს დასავლეთის მომსახურეობის სააგენტოში, კონკურსის გარეშე რომ დანიშნეს, ინსპექტორის თანამდებობაზე, ეს კომპრომატი არაა? რა მოხდა, იმდენი ლანძღა პრემიერის ოჯახი თამაზაშვილმა ქმარი დაუსაქმა თუ ჭიკაიძესთან მოხდა გარიგება - ოღონდ მე არ შემეხო და სხვა თუ გინდა მოთხარეო?! ან, თებერვალში რატომ გაუგრძელეს კილაძის ქმარს სამუშაო ვადა? სანტერესოა, 26 მაისს რას იზამენ, კიდევ დატოვებენ სამსახურში? და ვინმე მეტყვის, რომ ნანუკა ჟორჟოლიანის დაქალის, კილაძის ქმრის დასაქმება კომპრომატი არაა? შემთხვევით ხარშილაძე გრიგოლი, იგივე გია, კილაძის ქმრად რომ იცნობენ, ორმაგი აგენტი ხომ არაა? დილით ნაციონალი და საღამოს ქოციონალი?
კომპრომატი არაა ძალიან საეჭვო ურთიერთობა კოდუების რძალთან, ასევე ლაურა ღაჭავასთან (ჟორჟოლიანის დედამთილთან) ალიანსი?... თუ მოარულ ხმებს დავუჯერებთ, კილაძეს სწორედ ღაჭავა აფინანსებს და ეს ძალიან დიდი ნახტომია ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის შემდეგ, პატარკაციშვილის შტაბის წევრისთვის?
არაა დასავიწყებელი ისიც, რომ ამბობენ ერეკლე კოდუას ძმა, გიორგი, „ნატოს“ტვირთების გადაზიდვის ეგიდით ნარკოტიკებს ზიდავდაო! რა ვიცი, რა ვიცი, კი ამბობდნენ და... ღაჭავას ბორდელებზე და ნარკოტიკების რეალიზაციაზე ხომ ამბობდნენ და ამბობენ. ამ ფონზე რა მოსატანია კილაძის კიდევ ერთი „გრეხი“ - ქუთაისში თემურ შაშიაშვილზე წერა და წერა სისულელეები, მანამ სანამ 1996 წელს ჯართის ჩაბარების პუნქტი არ „დაითრია“, ძმაზე კი ყოფილა გაფორმებული პუნქტი, მაგრამ რამ გაყო დის და ძმის ქონება, მითუმეტეს, რომ ე.წ. რედაქციაში ძმა, შვილი და კიდევ სხვა ნათესავები ყავს დასაქმებული... ცნობისთვის: იმ პერიოდში, როცა ელისო თავისი ბიზნესის აყვავებას იწყებდა, ქუთაისში მერაბ შენგელია იყო რკინიგზის პოლიციის უფროსი. ჰოდა, ცხონებული „ჩიტს“ გინებით ამკობდა და ამბობდა: ისე განაგლდა რკინიგზის რელსების დაჭრა დაიწყო და საჩივარიც შემოვიდა, ისეთი ინტრიგანია ვერაფერი შევაგნებინე, არადა აქეთ ჩამჩორტავსო...
მოკლედ, „ჩიტს“ ძალიან უნდოდა დიდი ფული, კარგად ცხოვრება და მიაღწია კიდეც, თუმცა გოიმები გოიმებად რჩებიან, კომპლექსს დიდი ფული ვერ ხსნის. ვალერი ხაბურძანიასთან დებატებში ძალიან სასაცილოდ იბღინძებოდა, თუმცა ვალერის ღირსეული პასუხების ფონზე „მაგარი გაბანძდა“ და იმ ქალს დაემსგავსა სიმამრის (რომელსაც ასე ხშირად ახსენებს) სარდაფში ალავერდის გადასვლა რომ უნდოდა და კოვზი ნაცარში ჩაუვარდა...
რა „დამთხვევაა“ გარეწარმა კოდუამ ნაც.ელიტის დავალებით დაგეგმა თამაზ თამაზაშვილის დაკავება, უტვინოს ისეთი უტვინოები ჰყავდა „რაზმში“ ფიქრიც გაუჭირდათ და გენერალს გაფუჭებული იარაღი ჩაუდეს! გვამების შემგროვებელმა კოდუამ აიღო ვალერი გელაშვილის დასჯის ვალდებულებაც და მის სასტიკად ცემას ახლოდან ადევნებდა თვალს და „ჩიტი“ ერჩის ყველას, ვინც კოდუებს ძილს უფრთხობს. ამიტომაც ჩნდება ეჭვი ყაჩაღ და ნარკომან კოდუას გასათეთრებლად ხომ არ მეგობრობს ნანუკასთან? მოდით ჩავთვალოთ, რომ ეს მეგობრობა გულწრფელია და სულაც არაა დაკავშირებული ფინანსურ ვალდებულებებთან!!
ჰო, კიდევ „ბოროტმა“ ენებმა მითხრეს კორბოულში ნაცების „სხადნიაკზე“ უნახავთ კილაძის ქმარი, თავად კილაძე კი ფირცხალავას დაკავებამდე, ცოტა ხნით ადრე, ფირცხალავას ოფისთან და როგორ გავიგო ახლა ეს ჭორებს უვრცელებენ მთავარ „ჩიტს“? რა ვიცი ,რა ვიცი...
და ბოლოს, კილაძე წერს თამაზაშვილს ივანიშვილობა უნდოდა და მერაბიშვლის გზით დადისო. ჯერ ერთი, რას ამოიჩემე, ელო, მერაბიშვილი, კოდუებს რომ არ მოსწონთ არც შენ გეხატება გულზე? კოდუების ნარკოტიკებით ვაჭრობიდან ამოღებული ფული მერაბიშვილთან რომ მიდიოდა, ამას ვერ ინელებთ კოლექტივი, თუ რამე სხვა უფრო სერიოზული მიზეზი გაქვს? მერაბიშვილი წყალს და მეწყერს წაუღია, მაგრამ შენ რომ თამაზაშვილს მიადექი კაი ჯადოქარივით და ცდილობ კახეთიდან როგორმე ჩამოიყვანო ქალაქში, ამ საქმისთვის თავად რას გამოკარი ხელი? „ქრონიკა+“-ის იქით ვეღარ ქაჩავ თუ „მამა“ პარლამენტარობას რომ დაგპირდა მართლა გჯერა შეგისრულებს? ეგრე შენ პარტიასაც კი აკეთებდი...
ელისო, სადაც შენი თქვა, იქ ჩემიც თქვი, მე კი დავჯდები და ცვილის ფიგურებს გავაკეთებ!!!
ქეთი ზარნაძე