მილიარდერებით დასახლებული ქალაქების ტოპ-ხუთეული

მილიარდერებით დასახლებული ქალაქების ტოპ-ხუთეული

მოსკოვი (რუსეთი)

მილიარდერების რაოდენობა – 79

საერთო კაპიტალი – 375,3 მილიარდი დოლარი.

მოსკოველი მილიარდერების უმეტესობამ საკუთარი კაპიტალი ქვეყნის ბუნებრივი რესურსების ხარჯზე შექმნა. მოსკოვში არიან ჩაწერილები: ფოლადის მაგნატები – ვლადიმირ ლისინი და ალექსეი მორდაშოვი, მენავთობე და „ჩელსის” მფლობელი – რომან აბრამოვიჩი, „ფეისბუქის” აქციონერი – იური მილნერი და სხვები.

ნიუ-იორკი (ამერიკის შეერთებული შტატები)

მილიარდერების რაოდენობა – 59

საერთო კაპიტალი – 220,8 მილიარდი დოლარი.

ნიუ-იორკს მეორე ადგილი უკავია რეიტინგში. თუმცა, ის მაინც უსაყვარლესი ადგილია მილიარდერებისთვის. ნიუიორკელ მილიარდერებს შორის საპატიო ადგილი უკავიათ – მედია-მაგნატს მაიკლ ბლუმბერგს, მოდელიერ რალფ ლორანს, ქართველებისთვის კარგად ნაცნობ დონალდ ტრამპს და სხვებს. აღსანიშნავია, რომ არაერთმა მოსკოველმა მილიარდერმა შეიძინა ნიუ-იორკში უძრავი ქონება. მათ შორის, ანდრეი მელნიჩენკომ, რომელიც 12,2 მილიონ დოლარად შეფასებულ პენტჰაუსს ფლობს და დიმიტრი რიბოლოვლევმა. მისმა ქალიშვილმა იყიდა ამას წინათ 88 მილიონ დოლარად, ყველაზე ძვირად ღირებული ბინა ნიუ-იორკში. ნიუ-იორკში ფლობს უძრავ ქონებას პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანიც, მექსიკელი კარლოს სლიმ ელუ. მას ცენტრალურ პარკთან 44 მილიონად შეფასებული სახლი აქვს.

ლონდონი (დიდი ბრიტანეთი)

მილიარდერთა რაოდენობა – 41

საერთო კაპიტალი – 164,3 მილიარდი დოლარი.

ლონდონელი მილიარდერები არიან: ინდოელი – ლაქშმი მიტალი, პლანეტის მეექვსე მილიარდერი, კომპანია „არცელორ მიტალის” მფლობელი, ბრიტანელი – ჯერალდ კავენდიშ გროსვენორი, დევიდ და საიმონ რუბინები, „ვირჯინის” მფლობელი ექსცენტრიკული – რიჩარდ ბრენსონი, „ფორმულა ერთის” მფლობელი – ბერნი ეკლსტოუნი, ფილიპ და კრისტინა გრინები, ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელ „ტოპ-შოპის” მფლობელები.

ჰონკონგი

 

მილიარდერთა რაოდენობა – 40

საერთო კაპიტალი – 176,8 მილიარდი დოლარი.

ლი კა-შინგი – „ჰუტჩისონ უამპოუს” მფლობელი, ბიზნესმენი ჰონკონგიდან და ყველაზე მდიდარი ადამიანი აღმოსავლეთ აზიის რეგიონში. კა-შინგს „ფორბსის” რეიტინგში მე-11 ადგილი უკავია 26-მილიონიანი კაპიტალით. კუოკების ოჯახი – სამშენებლო ბიზნესით დაკავებული ძმები, რომლებიც ფლობენ ყველაზე მსხვილ ჰონკონგურ კომპანიას. ფირმა „ჰენდერსონ დეველოპმენტის” მფლობელი ლი-შაუ კი, არომატიზატორების უმსხვილესი მწარმოებელი აზიაში. ჰონკონგისა და ჩინეთის უმდიდრესი ქალბატონი, ჩუ ლამ იუ. კაზინო „სტენლი ჰო”-ს მფლობელი ანგელა ლეონგი – ისინი ყველაზე ცნობილი ჰონკონგელი მილიარდერები არიან.

სტამბული (თურქეთი)

 

მილიარდერთა რაოდენობა – 36

საერთო კაპიტალი – 60,5 მილიარდი დოლარი.

პლანეტის უმდიდრესი თურქი, კომპანია „თურქსელის” მფლობელი – მეჰმეთ კარა მეჰმეთი, 4 მილიარდი დოლარით, კონგლომერატ „კოც გრუპის” მფლობელი – სემაჰათ სევიმ არსელი, 3 მილიარდით, ერთ დროს თურქეთის უმდიდრესი ადამიანი, 3-მილიარდიანი კაპიტალის მფლობელი – ჰუსნუ ოზეგინი და მაკედონიური წარმოშობის თურქი, სამშენებლო მაგნატი – სარიკ ტარა, 2,1 მილიარდი დოლარით, – სტამბულელი მილიარდერები არიან.