„ვარდების რევოლუცია“ შევარდნაძის წინააღმდეგ ლამის, ოთხი წელი მზადდებოდა, ცარიელ ადგილას ეს არ კეთდება“

„ვარდების რევოლუცია“ შევარდნაძის წინააღმდეგ ლამის, ოთხი წელი მზადდებოდა, ცარიელ ადგილას ეს არ კეთდება“

შსს უკვე მობილიზებულია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი აქციაზე წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად. ძალოვანი უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, არ დაარღვიონ საზოგადოებრივი წესრიგი და კანონის ფარგლებში იმოქმედონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონის შესაბამისად დაისჯება ყველა სამართალდამრღვევი პირი. შინაგან საქმეთა მინისტრს უკვე მიმართა პრემიერ-მინისტრმა, რომ არ უნდა დაუშვან არც ერთი პროვოკაცია და ნებისმიერი პროვოკაცია დაუყოვნებლივ აიღკვეთოს.

for.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ მიუღებელია საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისთვის და შესაბამისად, ხელისუფლებაში სერიოზული რყევების საფუძველი არ არსებობს.

პრემიერ-მინისტრმა შს მინისტრს მიმართა, რომ ნებისმიერი პროვოკაცია დაუყოვნებლივ უნდა იყოს აღკვეთილი. აქციამდე ერთი კვირით ადრე ისევ გამოჩნდა ხელკეტები, კვერცხების სროლა, დასისხლიანებული ადამიანები, საკმაოდ ნაცნობი სურათია. ბატონო რამაზ, როგორ ფიქრობთ რა დგას ამ ძალადობის უკან, პროცესები პროვოცირებულია თვითონნაციონალური მოძრაობისმიერ?

- ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, როგორ ესმის ამა თუ იმ მხარეს 21 მარტის მოვლენები. თუ ხელისუფლება ჩათვლის, რომ ნაციონალების მიზანი არის ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნა, რა თქმა უნდა, დესტაბილიზაცია ნებისმიერი ხერხით უნდა იყოს აღკვეთილი. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ აქ იყოს ხაფანგი დაგებული. პოლიტიკაში ასეთი ხაფანგი ხშირად იგება, როცა ერთი მიმართულებით გაფიქრებინებენ და მეორე მიმართულებით აკეთებენ. შეძახილი - „გადადგეს ხელისუფლება“, ამითი ხელისუფლების ყოფნა-არყოფნის საკითხი რომ არ დადგება, ვინ, ვინ და ეს ყველაზე კარგად ნაციონალებმა იციან.

ასეთი შეძახილით შედეგს ერთხელ მიაღწიეს, ვგულისხმობვარდების რევოლუციას“...

- კი ბატონო, მაგრამ ის „ვარდების რევოლუცია“ შევარდნაძის წინააღმდეგ ლამის, ოთხი წელი მზადდებოდა. ასე ცარიელ ადგილას, მარტო დაპირებით ეს არ კეთდება. დაპირებას წინ რაღაცა სამუშაო უნდა უძღოდეს, რისი გაკეთების შანსი დღეს ნაციონალებს არ აქვთ. თუ ვინმეს მიმართ არის დღეს უარყოფითი დამოკიდებულება, ეს არის ნაციონალების მიმართ. ასე რომ, ნაციონალებს ორიენტაცია ახლო პერსპექტივაზე არ აქვთ და არც უნდა ჰქონდეთ.

რაც შეეხება დაძახებას, რომ მოვიშოროთ ხელისუფლება, ეს აშკარად პოლიტიკური განაცხადია, თან - რადიკალური პოლიტიკური ძალის მიერ.

საკმარისია, ამ განცხადების მერე დაიჭირონ ერთი კაცი, ან ხელისუფლებამ თავისი კუნთებით გამოაჩინოს, მაშინვე დაიწყება ყვირილი, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა. „ხელისუფლება არის უმოქმედო და უნიათო“, - ეს არის ქართველი ამომრჩევლისთვის შეთავაზებული ფორმულა, რაც შეეხება იმას, რომ პოლიტიკურ დევნას აქვს ადგილი, ეს უკვე არის უცხოეთისთვის შეთავაზებული ფორმულა, რომ მერე უცხოეთში ამა თუ იმ სტრუქტურამ გააკეთოს განცხადება, - საქართველოში პოლიტიკურ დევნას აქვს ადგილი და თუ გინდათ ევროპასთან სიახლოვე, მაშინ პოლიტიკური დევნა უნდა აღიკვეთოს.

ნაციონალებმა მიაღწიეს მიზანს, ძალიან მაღალი ტრიბუნიდან კეთდება განცხადება, რომ ყოფილი ხელისუფლების მიმართ არის პოლიტიკური დევნა. ეს არ არის ამ ხელისუფლების მარცხი?

- რასაკვირველია, ეს არის ხელისუფლების მარცხი. ამიტომაც, სასურველია, რომ ხელისუფლებამ მინიმუმამდე დაიყვანოს ნებისმიერი ძალადობრივი რეაქცია. ზოგადად, რაც შეეხება პროცესებს, რა თქმა უნდა, ბევრი რამ არის ხელისუფლების ბრალი და ამაზე ისიც მიუთითებს, რომ ამდენი პროკურორი იცვლება, საქმეები კი ფაქტობრივად ერთნაირად არის - პროკურატურის მიერ გამოძიებული საქმეები იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ქვეყანაში არის პოლიტიკური დევნა და არა სამართლებრივი.

რთული სიტუაციაა, ახლა მოიფიქრეს, რომ გახმაურებული საქმეების გამოძიებისთვის შეექმნათ ცალკე სტრუქტურა. რად უნდოდა ამას ორი წელი? შეექმნათ ეს სტრუქტურა თავიდან. აშკარად სახეზეა დაბალი ტემპი რეაგირებისა, რაც ბევრ პრობლემას ქმნის.

ნაციონალები შეეცდებიან ქუჩიდან ძალაუფლების ხელში აღებას? ფაქტია, რომ ამის გამოცდილება აქვთ...

- მაშინ, როდესაც ნაციონალებმა ხელისუფლება მოიპოვეს ქუჩიდან, იმ ქუჩის პროცესს წინ უძღოდა თითქმის 4-წლიან გაშლილი საინფორმაციო ომი. საზოგადოებაში ადამიანი არ იყო, რომელიც ხმამაღლა იტყოდა, რომ შევარდნაძის მხარეს იდგა. საზოგადოებაში სირცხვილი გახდა შევარდნაძის მხარდაჭერა - აი, ეს მართლა დიდი მონაპოვარი იყო. მერე, უკვე, ქუჩიდან ხელისუფლებამდე მისვლა ტექნიკური საკითხი იყო. ქუჩის ფრაგმენტი ბოლო რგოლი იყო საკმაოდ დიდი ჯაჭვისა და არა გადამწყვეტი. დღეს ეს სიტუაცია ნაციონალებს არ აქვთ. დღეს ნაციონალები მიუღებელია საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისთვის. ამიტომ, არ მინაჩინია, რომ სერიოზული რყევების საფუძველი არსებობს.