ღრმა თასში ჩაახალეთ კვერცხები და ათქვიფეთ. დაამატეთ ოდნავ შემთბარი რძე, მოურიეთ. ჩაყარეთ ფქვილი ორივე სახის და აქციეთ ერთიან მასად. დაამატეთ ზეთი, მარილი, სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ შეურიოთ გამაფხვიერებელიც, ან სოდა.
შეიძლება რძის ან წყლის დამატება გახდეს საჭირო, რომ სასურველი კონსისტენციის მასა მიიღოთ. ტაფა გაახურეთ და მოუსვით ზეთი, დაასხით იმდენი ცომი, რომ ტაფა თხელ ფენად დაფაროს და აცალეთ გამოცხობა საშუალო სიმხურვალეზე, როცა ზედაპირი მოუშრება და გვერდებიც წამოიწევა, შეგიძლიათ გადააბრუნოთ მეორე მხრიდან შესაწვავად. ასე გაიმეორეთ სანამ ცომი არ დამთავრდება.
ინგრედიენტები:
წიწიბურას ფქვილი – 1 ჭიქა,
ხორბლის თეთრი ფქვილი – 1 ჭიქა,
3 ცალი საშუალო ზომის კვერცხი
რძე – 1 ჭიქა,
ზეთი – 1 სადილის კოვზი,
მარილი - ¼ ჩაის კოვზი,
ზეთი – ტაფისათვის.
მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: ტვიში.
/perfectcook.org