მწვანე დიეტა

მწვანე დიეტა

სანამ ხილისა და ბოსტნეულის მრავალფეროვნების სეზონი ჯერ არ დამდგარა, გთავაზობთ მწვანე დიეტას, რადგან ამ ფერის პროდუქტი ყველაზე მეტად ხელმისაწვდომი და სასარგებლოა.

მაქსიმალურად უნდა შეეცადოთ, რომ თითოეული პროდუქტი ნაკლებად დაამუშაოთ თერმულად და გამორიცხეთ დაკონსერვებული ხილი და ბოსტნეული.

პირველი დღე მიუძღვენით ბროკოლის. კომბოსტოს ეს სახეობა განსაკუთრებით მდიდარია, პრაქტიკულად, ყველა ვიტამინითა და იოდით. უმ ბროკოლის, რა თქმა უნდა, ვერ შეჭამთ. ამიტომ, მოშუშეთ ის ცოტაოდენ ზეთში და შემდეგ შეაზავეთ წვრილად დაჭრილი ყველანაირი მწვანილითა და მწვანე ხახვით. მარილი სიმბოლურად მოაყარეთ. ერთი ულუფის რაოდენობა 200 გრამია. ბროკოლი სამჯერ უნდა მიირთვათ. შეგიძლიათ, დესერტის სახით, დააყოლოთ ერთი ცალი მწვანე ვაშლი. წყალი – დღის განმავლობაში 1,5-დან 2 ლიტრამდე.

მეორე დღე: მწვანე ქერქიანი გოგრა მოხარშეთ და გაანაწილეთ მთელ დღეზე (სამჯერადი კვებისთვის), ისე, რომ თითო ჯერზე 2 ნაჭერი მიირთვათ. შუალედები შეგიძლიათ, შეავსოთ მოხარშული მწვანე მუხუდოს სალათით (მწვანილითა და მწვანე ხახვით შეზავებული). ყოველი კვების შემდეგ, შეგიძლიათ, დააყოლოთ 2 ცალი კივი.

მესამე დღეს მოიმზადეთ პრასის ფხალი, რაც შეიძლება ბევრი მწვანილით. ნიგვზის მაგივრად შეაზავეთ ცოტაოდენი სამარხვო მაიონეზით. შუალედები და დესერტი, შეგიძლიათ, ჩაანაცვლოთ 1 ცალი კიტრის და მწვანე ჯიშის 1 მტევანი ყურძნით.

მეოთხე დღე – ყვავილოვანი კომბოსტოს ფოთლები დაჭერით წვრილად, ოდნავ მოშუშეთ ზეთში და, ისევ და ისევ, უამრავი მწვანილით შეკაზმეთ. გემოსთვის, შეგიძლიათ, 1 ცალი მწვანე ბულგარული წიწაკაც დააჭრათ, ან მწვანე სალათის ფოთლები შეაზავოთ მწვანე ხახვითა და ცოტაოდენი ძმრით.

მეხუთე დღე – მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ გამოხდილი წყალი.

მეექვსე დღეს კი, შეგიძლიათ, აიწონოთ. თუ ყველაფერს ზუსტად დაიცავთ, 3-4 კილოგრამიც დაკლებული გექნებათ და არც სისუსტეს იგრძნობთ, რადგან თქვენი ორგანიზმი ვიტამინებით იქნება გაჯერებული.