ინდური კომპანია Sahara India Pariwar ამერიკული კინოსტუდიის Metro-Goldwyn–Mayer-ის ყიდვას გეგმავს. ამ დროისთვის მხარეები მოლაპარაკებებს აწარმოებენ. გარიგება 2,4 მილიარდი აშშ დოლარით არის შეფასებული. აღსანიშნავია, რომ MGM გაკოტრების ზღვარზე იმყოფება. კინოსტუდიის ვალებმა 4 მილიარდ დოლარს მიაღწია. კომპანიების რიცხვში, რომლებსაც კინოსტუდიისადმი პრეტენზიები გააჩნიათ არიან – Spyglass Entertainment, Time Warner Inc და Lions Gate Entertainment Corp.
გასულ წელს MGM–მა ვალების გადავადება უკვე მეშვიდედ ითხოვა. ამჯერად, კინოსტუდიამ 2011 წლის 29 ოქტომბრამდე უნდა მოაწესრიგოს ვალების გადახდის საკითხი.
MGM–მა მრავალი ფილმი გადაიღო, რომლებიც დღეს კლასიკად არის მიჩნეული, მათ შორისაა – “ქარწაღებულნი“, “ჯადოქარი ოზის ქვეყნიდან“ და “წვიმის ქვეშ მომღერალნი“. სტუდიას უფლება აქვს ჯეიმს ბონდის სერიებზე და მულტფილმებზე “ტომი და ჯერი“. გარდა ამისა, უფლებით სარგებლობს პიტერ ჯეკსონის ჯერ არ გადაღებლ ფილმზე “ჰობიტ“.
MGM–ის პოტენციური მყიდველის მოქმედების არეალში შედის ფინანსური მომსახურება, უძრავი ქონება, მსობრივი ინფორმაციის ბეჭდური საშუალებები და ტელევიზია, ინფორმაციული ტექნოლოგიები და ტურიზმი. Sahara India Pariwar ასევე დაკავებულია ინდური კინოსტუდიების მიერ გადაღებული ფილმების პროდიუსირებითა და დისტრიბუციით.
Sahara თანახმაა, მის კრედიტორებს ყოველ ჩადებულ დოლარზე 60 ცენტი გადაუხადოს (სულ 2,4 მლრდ დოლარი). თუმცა ანალიტიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ ეს საკმარისი არ იქნება იმისათვის, რომ ინვესტორები დაინტერესდნენ.