დაუჯერებელი რეალობა

დაუჯერებელი რეალობა

ბრიტანელმა სოციოლოგებმა დაადგინეს, რომ 47 საათი და 15 წუთი არის მაქსიმალური დრო, რა ხნის განმავლობაშიც ქალს სხვისი საიდუმლოს შენახვა შეუძლია.

იაპონიაში 1 000 კაცია დასაქმებული სპეციალურ ფირმაში. მსურველს შეუძლია, ისინი არენდით იქირაოს და საკუთარ ნათესავებად გაასაღოს. იჯარით აყვანილ „მამიკოს“ შეუძლია, ბავშვის კრებაზეც კი მივიდეს.

ილინიოსის შტატის მეცნიერებმა შექმნეს სპეციალური ბიუსტჰალტერი, რომელიც საჭირო მომენტში მშვენივრად ასრულებს აირწინაღის მაგივრობას.

შვეიცარიაში ფერმერები ერთხმად მივიდნენ დასკვნამდე, რომ გაცილებით ბევრს იწველება ძროხა, რომელსაც პატრონის სახელი ჰქვია.

„მეტი აღარ შემიძლია!“ – წამოიყვირა მუამარ კადაფის თარჯიმანმა, როდესაც კადაფი გაერთიანებული ერების ასამბლეაზე გამოდიოდა. საქმე ის არის, რომ კადაფი 75 წუთი შეუსვენებლად ლაპარაკობდა, თანაც ლოგიკის სრული იგნორირებით და ბურდღუნით.

ავსტრიაში ადოლფ ჰიტლერის 39 ნათესავი მოიძებნა. უმრავლესობამ არც კი იცის, ვისი გენის მატარებელია. მათმა წინაპრებმა თავის დროზე გვარი გადაიკეთეს მასში რამდენიმე ასოს შეცვლით.

რამდენიმე ინგლისელი თაღლითი 250 მილიონ ფუნტ სტერლინგად ყიდდა სასტუმრო „რიცს“ ლონდონში. მოლაპარაკებები საკმაოდ ცნობილ ბიზნესმენთან, კოლინზ ტერენსთან, ერთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა და თანხის ნახევარი დასცინცლეს კიდეც.  

თქვენ არ მოგწონთ?! – გემოვნებაზე არ დავობენ. საუდის არაბეთის ერთ-ერთმა შეიხმა თავის საყვარელ ცოლს „გუანტანამო“ დაარქვა. ცოლს ჯერ მოეწონა ამ სიტყვის ჟღერადობა, მაგრამ, როცა გაიგო, რას ნიშნავდა ეს სიტყვა, გაბრაზდა და განქორწინება მოითხოვა.

მექსიკის პოლიციაში განგაშია: პოლიციელების 70 პროცენტი ისე გასუქდა, რომ მათთვის ფორმები ხელახლა შეკერეს. ხელმძღვანელობის კატეგორიული მოთხოვნით, ისინი იძულებით დიეტაზე დასვეს.