საყდრისის მაღაროს როლი ქართული სახელმწიფოს წარსულის გარკვევის საქმეში!

საყდრისის მაღაროს როლი ქართული სახელმწიფოს წარსულის გარკვევის საქმეში!

ოქროს საწმისის ლეგენდა, ტროას ისტორიის კვლევები, გია კვაშილავას ეფესტოს დისკოს წაკითხვა ძველი მეგრულით, მიხეილ ქურდიანის ლექცია-კვლევები ბასკური და ქართული ენის მსგავსებაზე, ზვიად გამსახურდიას მიერ ძველი ქართველური ტომების მედიტერანეული რასის კონტექსში განხილვა და ა.შ. ეს ის თემებია, რომლებზეც თანამედროვე დასავლური მეცნიერება აქტიურად მუშაობს.

იმედია, რომ ახლო მომავალში დასრულდება ქართულ-კავკასიური და ბასკი ხალხის რეალური ადგილის და როლის გაცნობიერება ამ სამყაროში.

საყდრისის მაღაროც უცილობლად, ერთ-ერთ მთავარი საკვანძო მოვლენა იქნება ამ კვლევაში, საჭიროა, აქცენტი გაკეთდეს ამ ობიექტის მოვლა-შენარჩუნებაზე და აღიკვეთოს ოქროს მოპოვების საბაბით, მტკიცებულების (შეუგნებლად, ან შესაძლოა, - შეგნებულადაც) განადგურება!!! 

არაა სრულყოფილი და არც ჭრის ხმაურის ატეხვა მხოლოდ, როგორც ძველ ტურისტულ ობიექტზე, მიმდებარედ სასტუმრო-რესტორნების მოწყობაზე, ხალხის დასაქმების პერსპექტივაზე, გარემოს დაბინძურებაზე და ა.შ.

მნიშვნელოვანია შესწავლილ იქნას რა კომუნიკაციები ჰქონდა ოქროს რეწვის ბიზნესს ინდოევროპელებამდე არსებულ სამყაროში და იმდროინდელი ქართული სახელწიფოს რა როლი ეკისრებოდა.

ვინმე ჭკუათმყოფელი იტყვის, რომ ამ საკითხის კვლევის ბოლომდე მიყვანა წარსულში უსარგებლო ქექვაა და ქვეყნის დღევანდელობაზე და მომავალზე გავლენას არ იქონიებს?

ამ ეტაპზე, არავინ არ შეიძლება იცოდეს, რა დააინტერესებს ხვალ სხვადასხვა კონკრეტული მიმართულების მკვლევარს, მაღაროს შიგა თუ გარე პერიმეტრზე. კი ბატონო, შეიძლება მარტო მაღაროს კოორდინატიც საკმარისი აღმოჩნდეს, მაგრამ რა ვიცით წინდაწინ, რომ ვანგრევთ და თურმე არტეფაქტებს შევინახავთ საგულდაგულოდ მუზეუმში.

შეიძლება, ტროას ნანგრევებში ან სხვაგან აღმოჩნდეს რაღაც, მაგალითად კომუნიკაციური დატვირთვის, თუ რომელ ცენტრებში ხდებოდა ოქროს პირველადი ნედლეულის მოპოვება, სად იგზავნებოდა ეს ნედლეული საბოლოო პროდუქციის წარმოების და შემდეგ კომერციალიზაციის მიზნით, რამაც შეიძლება შემდეგში მოითხოვოს საყდრისის, ან უახლოესი სხვა ჯერ კიდევ უცნობი მაღაროს საფუძვლიანი შესწავლა და ა. შ.

ოქროს საწმისის ლეგენდაშიც ხომ მოთხრობილია ინდოევროპელების (ბერძნების) გვიანდელი კომუნიკაცია პელაზგების კვალზე - კოლხეთიდან, ანუ საქართველოდან ოქროს პირველადი პროდუქციის გატანაზე. რა კომუნიკაციური ძველი კავშირების გამოძახილი იყო ეს მოვლენა, ძველი პელაზგების, ტროელების თუ ეტრუსკების სამყაროს კოლხეთთან ურთიერთობაში? პელაზგების რა კავშირების აღდგენას ცდილობდნენ მათი მემკვიდრე ბერძნები კოლხეთთან ამით?

სავარაუდოთ, არც მაშინ ვიყავით ალბათ, იმ სამყაროს ჭიპი, არამედ ვიყავით პერიფერიული ნედლეულის მიმწოდებელი სახელმწიფო იმ დროინდელი ცენტრალური ქვეყნებისთვის - პელაზგია, ქართაგენი, ეგვიპტე, ეტრურია...

განვიხილოთ, თუ რა შესაძლო სცენარი უნდა განვითარებულიყო დაახლოებით 4000-3500 წლის წინ დაწყებული და რომაელების მიერ კართაგენის განადგურებით დამთავრებული, დაახლოებით 2000 წლის წინ.

პრეინდოევროპული ხმელთაშუა ზღვის ცივილიზაციაში მოხდა ამჟამინდელი გაბატონებული რასის, ინდოევროპელების (ბერძნების, ლათინების, კელტების, სომხების, სპარსელების...), შემოჭრა რუსეთის და ცენტრალური აზიის სტეპებიდან. სავარაუდოდ, შეტევა მიდიოდა ძირითადად, ბალკანეთზე და აპენინებზე, ხოლო მეორე ნაკადი - ცენტრალური აზია სპარსეთი-შუამდინარეთი-კავკასია მცირე აზიის მიმართულებით. ამიტომაც, ამ ცივილიზაციის გულში მაცხოვრებელი ეტრუსკები იტალიაში, პელაზგები საბერძნეთში, ბასკების დიდი ნაწილი ესპანეთში, ძველი ეგვიპტელები და კართაგენელები ჩრდილო აფრიკაში, კოლხ-ქართ-ჭან-ლაზების დიდი ნაწილი მცირე აზიაში, მესხების ნაწილი სომხეთში, ბაბილონ-შუმერები მესოპოტამიაში და ა.შ. განადგურდნენ და ასიმილირება განიცადეს თავისი კულტურით ინდოევროპელებთან და რაც ყველაზე სავალალოა, დაიკარგა მათი ენები. სამაგიეროდ, გადარჩა მათი მონათესავე მსგავსი ერები და მათი ენები, ძირითადად ქართულ-კავკასიური და ბასკური, იმის გამო, რომ ცხოვრობდნენ პერიფერიებში და მიუვალ მთებში, მაგალითად სვანეთში, ან სულაც გაიხიზნენ იქ ოჯახებით... გაუმართლათ, ან იყვნენ მაგარი მებრძოლები... ზუსტად არავინ იცის. ფაქტია, რომ გადარჩნენ.

სწორედაც ეს ვერსია უნდა იყოს პასუხი, ევროპაში ვითომ დღემდე პასუხგაუცემელ კითხვაზე - ვინ არიან ბასკები? რომლებიც არანაირი პარამეტრებით არ ემსგავსებიან ევროპაში მცხოვრებ ინდოევროპელებს ისევე, როგორც ქართველები. (უნგრელების, ფინელების და ალბანელების წარმოშობა დადგენილია).

ამით, ალბათ, დამთავრდება გაუთავებელი მითები, რომ ჩვენ ქართველები პირინეის იბერიიდან, ეგვიპტიდან, მესოპოტამიიდან ვართ მიგრირებული, ან პირიქით.

ასევე მარტივი ასახსნელი ხდება, ქართულ-კავკასიური გენები, მართლაც თუ ემთხვევა ძველ ეგვიპტელებს, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ერთი საერთო არეალის ცივილიზაციის ორი სხვადასხვა მონათესავე ქვეყანა იყო და არა მიგრაციების გამო. (მაგალითად, როგორც დღევანდელი ორი სლავური ქვეყანა რუსეთი და სერბეთი).

არსად არ წავსულვართ-მოვსულვართ, უბრალოდ, ვართ ძველი, ინდოევროპელებამდე არსებული ცივილიზაციის კოლხ-ლაზ-ჭან-მესხ-ქართების პრეინდოევროპული ქვეყანა, რომელიც დღესაც არსებობს ამ არეალის აღმოსავლეთ პერიფერიაში, ისევე როგორც ბასკები უკიდურეს დასავლეთ პერიფერიაში, ხოლო დანარჩენი ჩვენი მსგავსი ერები, ან გადაშენდნენ, ან ასიმილირებულ იქნენ. ესაა ძირითადი საკითხი, რომელსაც კულტივირება ჭირდება, აქ ყველაფერი ზედაპირზე დევს, ვერავინ ვერ გახდის სადავოს და ლოგიკურ ჯაჭვსაც აქეთ მივყავართ.

ამაში უნდა იყოს ჩვენი განსაკუთრებულობა თუნდაც და არა გაუთავებელ ილუზიებში, რაც ხშირად არასერიოზულად აღიქმება სამეცნიერო წრეებში, იწვევს ქაოსს და რეალური მიმართულებას ცდება კვლევის პროცესი.

რაც შეეხება ენათა მსგავსების დამტკიცებას,

დღეს კი არა და ქართულ ბასკური ენები, მაშინაც იქნებოდა უკვე საკმაოდ განსხვავებული, ტერიტორიულად დაშორიშორების და დროის გასვლის გამო, რაც მათ დაშორიშორებას დასჭირდებოდა რაღაც საწყისი წერტილიდან, ვინ იცის რამდენი: ათასი, ორი ათასი წელი...

მაშინდელი ქართული ენა შეიძლება ჰიპოტეტურად უფრო ახლოს იყო მეზობლების ენასთან, ვთქვათ ტროას ან ეხლანდელ ყირიმის, ანუ ტავრიის მაცხოვრებალთა ენასთან, ვინ იცის....

უდავოა, დამტკიცდება საერთო წარმოშობა ბასკურ ენასთან, თუნდაც მიხეილ ქურდიანის კვლევებიდან გამომდინარე შეიძლება ამის თქმა. იგივეა, ალბათ, შუმერულ, ეტრუსკულ თუ პელაზგურ ენებთან მსგავსების დადგენაზე.

ჩვენ ქართველებს ახლა გვმართებს, რომ ხელის შეწყობის ნაცვლად, ხელი შევუშალოთ ამ პროცესს და უძველესი არგუმენტები ვანადგუროთ?

იტალიელები, რომლებიც ეტრუსკების კულტურაზე არიან დაფუძნებული, ისევე როგორც ბერძნები პელაზგების კულტურაზე, ძველი გენში ჩადებული მეხსიერებიდან გამომდინარე, კვალის წაშლას და გაბაიბურებას ცდილობენ, ვითომ ზღვის ხალხი ლიდიიდან მოვიდნენო... არაა გამორიცხული, შეიძლება მართლა ლიდიიდან მოვიდნენ ეტრუსკები, მაგრამ საკითხავია - როდის? ლათინებზე ბევრად ადრე ხომ არა? მაგრამ, ვინ შეეპასუხება, ეტრუსკები ხომ მკვდარი ერია დღეს.

ჩვენ რაღა დაგვემართა, ჩვენც არ ვართ? ჩვენ თვითონ გვინდა კვალის წაშლა? თავს გვახვევენ ამის გაკეთებას? მაშინ, ახლავე ვთქვათ მინიშნებით მაინც.

დავამთავროთ ორასწლიანი „იჟდივეშჩენსტვო“ იგივე სსრკ და ყველაფერი დალაგდება ჩვენს სასარგებლოდ.

არაა გამორიცხული, საყდრისის აფეთქების პრეცედენტი, პირიქით, კატალიზატორიც შეიძლება აღმოჩნდეს და დააჩქაროს პროცესი.

უბრალოდ, დროის საკითხია, ორი წლის შემდეგ იქნება თუ ხუთი წლის მერე, საყდრისს, კოსმოსური კვლევიდან კორდინატებდადგენილს, ან თუნდაც, ლოგიკური ჯაჭვიდან გამომდინარე, კანადელი, ავსტრიელი თუ უგანდელი მკვლევარი რომ მოიკითხავს და ავაფეთქეთო რომ ვიტყვით, ნეტა რას ვაპირებთ მერე? - მივხვდებით ყველა ერთად ალბათ, რომ დიდების მემორიალზე, მილიონჯერ მეტად მნიშვნელოვანი რამის აფეთქებაც შეგვიძლია თურმე, ჩვენდა სამარცხვინოდ ცხრა წლიანი ან თუნდაც ოცწლიანი წუმპიდან „გამოსვლის“ შემდეგ.

P.S. თუ ვინმეს სასურველის რეალობად წარმოჩენა გონია ზემოთ მოყვანილი, მაშინ აიხსნას საიდან მოდიან ბასკები და ქართველები და რატომ არ არიან ინდოევროპელები?

ბოლოს და ბოლოს, ინდიელები საიდან მოხვდნენ სამხრეთ ამერიკაში 30000 წლის წინ ის გაირკვა და ეს ვეღარ გაირკვა, ვითომ?