„უქარქაშო ხმლები“

„უქარქაშო ხმლები“

ყოფილი საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში მრავალი ორიგინალური, მხოლოდ ბოლშევიკური ან კომუნისტური პარტიისათვის მიღებული დღესასწაული აღინიშნებოდა, მაგრამ ახალ წელთან ერთად არსებობდა ერთი ღირთშესანიშნავი თარიღი, რომლის დადგომასაც ყველა ჩვენთაგანი მოუთმენლად ელოდა. მას რვა მარტს ზეიმობდნენ.

გაზაფხულის ამ ლამაზ დღეს საზეიმოდ ხვდებოდნენ საქართველოშიც. ქალის პატივისცემა ჩვენს ქვეყანაში არავის ესწავლება და დედის, მეუღლის, შეყვარებულის ან უბრალოდ მოხდენილი ქალის კულტი ოდითგანვე მოგვდევს. რვა მარტს ამ პატივისცემას კიდევ ერთხელ განსაკუთრებულად ავღნიშნავდით და ქართველ ქალებს მართლაც რომ ლამაზი საჩუქრებით ვასაჩუქრებდით.

დღეს რვა მარტია, კვირადღე და მორიგი „სახალისო ისტორიები“ უნდა წარმოგიდგინოთ. ჩვენი სტუმრები „მილიცია-პოლიციელები“ იქნებიან. ამ პროფესიის ადამიანები ქალებთან დაკავშირებულ „კრიმინალურ“ შემთხვევებს გაიხსენებენ.

პირველი სტუმარი პოდპოლკოვნიკი ანდრო ბურდული იქნება. ბატონი ანდრო რუსეთში მსახურობდა. ერთ დღესაც უფროსად ერთი მომხიბვლელი ქალბატონი დაუნიშნეს...

„ინსტიტუტი ახალი დამთავრებული მქონდა, როცა რუსეთის ერთ-ერთი ქალაქის რაიონულ მილიციაში გამანაწილეს სამუშაოდ. 21 წლის ბიჭი ვიყავი. ცოლ-შვილი ჯერ არ მყავდა და ჩემს ბუნებრივ მოთხოვნილებებს მდედრობითი სქესის ჩემს კოლეგებთან ვიკმაყოფილებდი. საერთო საცხოვრებელში, სადაც მე ვცხოვრობდი და რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნოდა, მილიციელი ქალბატონებიც ცხოვრობდნენ. მე, რა თქმა უნდა, მათთან ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა დამყარებული და მორიგეობიდან თავისუფალ დროს ერთად ვატარებდით. ამიტომ, საერთო საცხოვრებელში თითქმის ყოველ საღამოს სუფრას ვშლიდით და ვქეიფობდით, რაც შემდეგ ლოგინით მთავრდებოდა.

9 მაისის ზეიმამდე ერთი კვირით ადრე, ჩემი უფროსი დააწინაურეს და გვითხრეს, რომ ახალ უფროსს საზეიმო-სადღესასწაულო უქმეების მერე, ანუ 10 მაისს წარგვიდგენდნენ. 8 მაისს, ჩემთან ჩემი კურსელი, მეგობარი და თანამშრომელი ლონია საბუროვი მოვიდა და მითხრა:

– ანდრო, ჩვენთან ახალი „ჩიტი“ შემოფრინდა და იმედია, მახეში გააბამ, ჩვენს სუფრაზე დაპატიჟებო.

„ჩიტში“ რა თქმა უნდა, ახალი ქალბატონი იგულისხმებოდა. მე ის ჯერ შორიდან შევათვალიერე, სხვა გოგონებთან შედარებით, ასაკის მიუხედავად („ჩიტი“ 30-32 წლის იქნებოდა) მშვენივრად გამოიყურებოდა და ეტყობოდა, არც ლოგინში უნდა ყოფილიყო ცუდი.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, მე ჯერ გავიცანი ნატაშა, შემდეგ კი სუფრაზე მივიწვიე და როცა ქეიფმა ზენიტს მიაღწია, მასთან სიყვარული მომინდა. ნატაშა სიამოვნებით დამთანხმდა და ჩვენ საძინებელში განვმარტოვდით. ის მართლაც ძალიან ვნებიანი ვინმე აღმოჩნდა და რომ არ მოგატყუოთ, მან ჩემთან და ჩემს ხუთ თანამშრომელთან ერთად ორი დღის განმავლობაში შეუსვენებლად „იმუშავა“. ნატაშა ხელთათმანებივით გვიცვლიდა ჩვენ და თან, გვეუბნებოდა:

– მილიციის თანამშრომლები უქარქაშო ხმლებივით უნდა იყოთ და თქვენი იარაღი მუდამ შემართული უნდა გქონდეთ საბრძოლველად.

თუ რას გულისხმობდა საბრძოლველად შემართულ იარაღში, ანუ „უქარქაშო ხმლებში“ ჩვენი ახალი სექსბომბა, ძნელი მისახვედრი არაა.

ერთი სიტყვით, 10 მაისს, გამთენიისას ჩვენი და ნატაშას დროსტარება დამთავრდა. ქალი გამოგვემშვიდობა და წავიდა. ჩვენ კი საწოლებზე მივეყარეთ, 2 საათი რომ წაგვეძინა. დილას ახალი უფროსი უნდა გაგვეცნო და იმდენი ძალა მაინც გვჭირდებოდა, რომ პლაცზე არ ჩაგვძინებოდა.

მოკლედ, დილის 9 საათზე ჩვენი განყოფილების მთელი პირადი შემადგენლობა პლაცზე ვიყავით გამწკრივებულები და ახალი, როგორც ამბობდნენ, ძალიან მკაცრი უფროსის გამოჩენას ველოდით.

დანიშნულ დროს უფროსიც გამოჩნდა და როცა მას შევხედეთ მე და ჩემმა ქანცგაწყვეტილმა კოლეგებმა, კინაღამ ჭკუა დავაბნიეთ. ჩვენს გასწვრივ მაიორის ფორმაში გამოწყობილი ნატაშა მოაბიჯებდა, რომელთანაც ორი დღის განმავლობაში გადაბმულად ვნეტარებდით. მან ძალიან საქმიანად გაგვაცნო საკუთარი თავი და „რეჩი“ ასე დაასრულა:

– მილიციელი უქარქაშო ხმალს ჰგავს და იარაღი მუდამ მზადყოფნაში უნდა გქონდეთ!

ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი იარაღი მუდმივ მზადყოფნაში გვქონდა და თათბირის შემდეგ პირდაპირ უფროსის კაბინეტში მორიგეობით ვახდენდით ჩვენი „საბრძოლო ხელოვნების“ დემონსტრირებას“.

პოლკოვნიკი სანდრო უჯმაჯურიძე მოსკოვში მდებარე ერთ-ერთ ციხეში მუშაობდა. მის მოვალეობას პატიმრებთან შეხვედრებზე მისული „სუსტი სქესის“ ახლობლებელ-ნათესავების გაჩხრეკაც შედიოდა. ერთ ჩვეულებრივ დღეს ბატონი სანდრო „არაჩეულებრივი მოვლენის“ მომსწრე გახდა.

„ცნობილ ციხეში, „მატროსკაია ტიშინაში“, ოცი წელი ვიმუშავე. იქ უცხოელი ჯაშუშების გარდა ეგრეთ წოდებული დისიდენტებიც იხდიდნენ სასჯელს და სამ თვეში ერთხელ ოჯახის წევრებთან შეხვედრის უფლება ჰქონდათ.

ერთხელ, ექვსწელიწადმისჯილ პატიმარს მეუღლე ეწვია და ის ქალი მე ავიყვანე პატიმრების ოთახში. სხვათა შორის, ის პატიმარი დღეს რუსეთის დუმის წევრია, ხოლო მისი ცოლი კი საკმაოდ ცნობილი ქალბატონი.

პატიმრის მეუღლეს ქმართან შესატანი პროდუქტები ჰქონდა თან. მოსაცდელ ოთახში ის პროდუქტები ყურადღებით შეამოწმეს, ყველაფერი წესრიგში იყო და ციხეში მალევე შეგზავნეს. შემდეგ კი ქალბატონი გაიყვანეს ცალკე ოთახში, რომ იქ ბადრაგ ქალებს შეემოწმებინათ. როცა ის „სუფთა“ აღმოჩნდა, ანუ სხეულზე არავითარი აკრძალული ნივთი არ აღმოაჩნდა, მე და მან დაუბრკოლებლად გავიარეთ ოთხი ბარიერი და, როგორც იქნა, პაემნების ოთახში შევედით. მე უკვე წამოსვლას ვაპირებდი, როდესაც ქალი ქმრის მოლოდინში სკამზე ჩამოჯდა. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი, უკვე გარეთ გავდიოდი, როდესაც მომესმა „რადიომაიაკის“ პოპულარული მელოდია „პადმასკოვნიე ვეჩერა“, დიქტორმა კი რიხიანად თქვა:

– ლაპარაკობს „რადიომაიაკი“!

მე ოთახში მიმოვიხედე, მაგრამ, როგორც მოველოდი, პაემნების ოთახში რადიოს მსგავსი არაფერი იყო, „მაიაკის“ დიქტორი კი უკანასკნელ ცნობებს გადმოსცემდა... მე სახეგაწითლებულ ქალბატონს მივაჩერდი და ყველაფერს მივხვდი – მინი-რადიო მას სწორ ნაწლავში ისე ღრმად ჰქონდა დამალული, რომ ბადრაგმა ის შემოწმებისას ვერ აღმოაჩინა, ხოლო როდესაც ქალი სკამზე ჩამოჯდა, რადიო ჩაირთო და „მაიაკის“ ჰანგები გადმოაფრქვია.

ქალბატონს, რა თქმა უნდა, რადიოც ჩამოართვეს და პაემნის უფლებაც იმასთან, ვისთანაც მას ეს რადიო „ამერიკის ხმის“ მოსასმენად შეჰქონდა ციხეში“.

პოლკოვნიკი ბორის გვილავა თბილისის ერთ-ერთი დახურული ტიპის სკოლა-ინტერნატში დაფიქსირებულ შემთხვევას მოგვიყვება.

„გასული საუკუნის სამოციანი წლების მიწურულს თბილისის ერთ-ერთი დახურული ტიპის სკოლა-ინტერნატში განსაკუთრებული შემთხვევა მოხდა: ინტერნატის საერთო საცხოვრებელში, სადაც პედაგოგ-მასწავლებლები ცხოვრობდნენ, ვიღაც ბოროტმოქმედმა ექვსი ქალი გააუპატიურა, რომელთა შორის ოთხი ქალწული იყო... იმ პერიოდისთვის ასეთი შემთხვევა იშვიათი იყო და, ბუნებრივია, არავის გაუხმაურებია. ამ დანაშაულის სასწრაფო გამოძიება კი ჩვენ, გენერალურ პროკურატურას დაგვავალეს.

სკოლა-ინტერნატში რთულად აღსაზრდელი 15-16 წლის მოზარდები სწავლობდნენ და ცხოვრობდნენ. ბუნებრივია, ეჭვი მათზე მივიტანეთ. ამიტომ, დაახლოებით 200-მდე მოზარდის თანამიმდევრულ დამუშავებას შევუდექით, პარალელურად კი, დაზარალებულებსაც ჩამოვართვით ჩვენებები.

ერთ-ერთმა დაზარალებულმა პედაგოგმა, რომელიც 41 წლის იყო და ქალწულობა ბოროტმოქმედის წყალობით დაკარგა, მითხრა:

– ის გარეწარი ნიღბით იყო და, ეტყობოდა, ხმაც შეიცვალა. როდესაც მაუპატიურებდა, დიდი წინააღმდეგობა გავუწიე და ასე დამემუქრა: თუ არ დამნებდები ბურთივით დაგამრგვალებ და უნიტაზში ჩაგტენი, როგორც პელე ტენის ბურთს კალათშიო. სულელი. პელე მას კალათბურთელი ეგონა.

– ქალბატონო, ეს ამბავი ვინმესთვის ხომ არ გითქვამთ? – ვკითხე ქალს და უარყოფითი პასუხი რომ მივიღე, ვუთხარი, – ჯერჯერობით არავისთან წამოგცდეთ და, გარწმუნებთ, სულ მალე ვიპოვით ავაზაკს.

დაზარალებულთან საუბრის შემდეგ მოზარდები ხელახლა დავკითხე და საუბრის დროს მათ შემპარავად ვეკითხებოდი, პელე ფეხბურთელია თუ კალათბურთელი-მეთქი, მაგრამ არავის შეშლია და ორასივემ სწორი პასუხი გამცა.

შემდეგ პედაგოგი მამაკაცებიც დავკითხე და შრომის ახალბედა მასწავლებელმა, რომელსაც სულ რაღაც ორი კვირის დაწყებული ჰქონდა მუშაობა, მითხრა, მაგარია პელე და მაგრადაც ტენის ბურთს კალათშიო...

ეს სიტყვები საკმარისი იყო და შრომის მასწავლებელი ისე „დავაკაჩავეთ“, რომ ათ წუთში ყველაფერი დაფქვა...“