ჯანსუღ კახიძის „ძეობა“

ჯანსუღ კახიძის „ძეობა“

ბატონი ილია ფერაძე ერთ სახალისო ისტორიას არაერთხელ იგონებს:

„მამას უბნელი და ახლო მეგობარი იყო, ჯანსუღ კახიძის მამა, ბატონი ვანიჩკა კახიძე.

როდესაც ჯანო დაიბადა, სულ მთლად თეთრი, ქათქათა ბავშვი იყო, თითქმის ალბინოსი, არც მერე გამხდარა მაინცდამაინც შავტუხა.

მამას ძეობაზე საჩუქრად მუქი ფერის ზეწრები მიუტანია.

გადარეულან, ეს რა არისო. მამასაც უთქვამს, ბავშვი ლოგინში რომ არ დაგეკარგოთ და დაფერთხვის დროს ზეწარს არ გააყოლოთ, ამიტომაც შეგირჩიეთ მუქი ფერის ზეწრებიო“.