მოხარშეთ დაჭრილი ხორცი, დაუმატეთ მარილი, კარტოფილი. როცა ორივე მზად იქნება, გადმოდგით. ბულიონში მოხარშეთ დაჭრილი ხახვი, დაუმატეთ მარილი, წიწაკა, მწვანილი (გემოვნებით).
კვერცხით, ფქვილით, მარილით და ფქვილით მოზილეთ ატრიის ცომი, გააბრტყელეთ, დაჭერით და ბულიონში მოხარშეთ.
ლანგარზე დაყარეთ ატრია, მოაწყვეთ მოხარშული ხორცი და კარტოფილი. მოაყარეთ ხახვი, მწვანილი და ვესბარმაკიც მზადაა.
ინგრედიენტები:
200 გრამი ფქვილი,
1 კვერცხი,
1 კგ ხორცი (ძროხის, ცხვრის ან ქათმისა),
2 თავი ხახვი,
5 ცალი კარტოფილი,
მარილი, წიწაკა და მწვანილი გემოვნებით.
მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: ოჯალეში.