ნიუ-იორკელმა კომპოზიტორმა ჯოზეფ ბერტოლოციმ ეიფელის კოშკის მმართველი კომპანიისგან პარიზის სიმბოლოს მუსიკალური ინსტრუმენტის სახით გამოყენების უფლება მიიღო. ამის შესახებ "ნიუ იორკ თაიმსი" იტყობინება.
ამიერიდან ბერტოლოცის შეეძლება, ჩაწეროს ბგერები, რომლებიც ეიფელის კოშკის, როგორც პერკუსიოს (დასარტყმელი ინსტრუმენტის) გამოყენების შედეგად მიიღება. მოგვიანებით კი ამ ბგერებით მუსიკალური კომპოზიცია შეიქმნება. ბერტოლოცის საბოლოო მიზანი ეიფელის კოშკზე ამ კომპოზიციის შესრულება იქნება.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ამერიკელი კომპოზიტორი დასარტყმელ იარაღად განთქმულ ფრანგულ კოშკს იყენებს. უფრო ადრე მან ბგერები მოიპოვა მდინარე ჰუდსონზე მდებარე ფრანკლინ რუზველტის ხიდიდან.
ბერტოლოცის თქმით, ეიფელის კოშკის მმართველ კომპანიას ცოცხალი კონცერტის საწინააღმდეგო არაფერი აქვს. მუსიკოსმა კონცერტისთვის ფულის შეგროვება უკვე დაიწყო. იგი ვარაუდობს, რომ კონცერტი ეიფელის კოშკის 125 წლის იუბილეზე, 2014 წელს შედგება.