საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც საკუთარი ჰალსტუხი მიირთვა, უკრაინელებს რჩევას აძლევს თუ როგორ „უნდა დაიპყრონ მთელი რუსეთი“

საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც საკუთარი ჰალსტუხი მიირთვა, უკრაინელებს რჩევას აძლევს თუ როგორ „უნდა დაიპყრონ მთელი რუსეთი“

მიხეილ სააკაშვილი ამბობს: ამერიკა და „ჩემი მეგობარი მაკეინი“ მალე ჩაერთვებიან ომში უკრაინის მხარეზე.

საქართველოში „ვარდების რევოლუციის“ ყოფილ ლიდერს და ამ ძალიან ღარიბი, მაგრამ ლამაზი ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, დღევანდელ დღემდე ძალიან უჭირდა თავშესაფრის პოვნა.

მან საქართველოს ლურჯი ცა, ბოლოს, 2013 წელს იხილა, რადგან საკუთარ ქვეყანაში ძებნილად არის გამოცხადებული. ბრალად კი ედება კორუფცია, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, პოლიტიკური საპროტესტო აქციის მონაწილეების ძალადობრივი დარბევა და სხვა დანაშაულებრივი ქმედებები, რის გამოც შესაძლებელია ციხეში 11 წელი გაატაროს. ნაკლებად მნიშვნელოვან ბრალდებებს შორის არის სახელმწიფო თანხების ხარჯვა: საკუთარი თავისათვის „ბოტოქსის“ ინექციის გასაკეთებლად და თმების მოსაცილებლად, საკუთარი სტილისტისა და ორი მოდელისათვის სასტუმროსა და მგზავრობის ღირებულების დასაფარად, ამერიკელი მასაჟისტ–თერაპევტისათვის ბილეთის და სასტუმროს ღირებულების გადასახდელად  (ბატონ სააკაშვილის ჰოლანდიელი მეუღლე წინააღმდეგი არ იყო, ქართველი გადამხდელების ხარჯზე მიეღო „მასაჟი კბენით“)

ბატონმა სააკაშვილმა, რომელიც ბუშის ადმინისტრაციის ერთგული მხარდამჭერია,  გასული წელი აშშ-ში გაატარა, სადაც იგი ტურისტული ვიზით იმყოფებოდა. იქ მას ოჯახი ჰყავს: მდიდარი ბიძა ვილიამსბურგში (ბრუკლინი)  ცხოვრობს, ხოლო ვაჟიშვილი სვარსმორის კოლეჯში სწავლობს პენსილვანიაში. მაშინ, მას ძალიან უნდოდა ამერიკაში დარჩენა. ქვეყნიდან გაქცეულ ყოფილ  პრეზიდენტს, დიდი იმედი ჰქონდა, რომ საკუთარ „ალმა მატერში“, კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში ან რომელიმე სხვა  პრესტიჟულ სასწავლებელში თანამდებობით დააჯილდოვებდნენ თავის სამშობლოში დემოკრატიის ხელშეწყობისა და  ერთგულებისათვის.

ბატონ სააკაშვილს აშშ–ში ისეთი გავლენიანი მეგობრები ჰყავს,  როგორიცაა სენატორ ჯონ მაკეინი და სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი.  „ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს“ ყოფილი ხელმძღვანელი, დევიდ პეტრეუსი მის სახლშიც კი სტუმრობდა, ნიუ–იორკში. როგორც New York Times–ის "მიმომხილველში" უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის, ჯეისონ ჰეროვიცის სტატიამ გვამცნო (სტატიაში მოცემულია დევნილი პრეზიდენტის ფოტო ქოქოსის სასმელით ხელში),   კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ხელმძღვანელობა შეწუხდა: ხომ შეიძლება საერთაშორისო ტრიბუნალმა, მას ერთ დღეს ბრალი დასდოსო. ეს საკითხი მალე კამათის საგანი გახდა და მის განაცხადს აშშ–ში სამუშაო ვიზის  მიღებაზე უარი ეთქვა.

ბატონი სააკაშვილი მიიჩნევს, რომ იგი რუსეთის ძლიერი და ცბიერი პრეზიდენტის და უშიშროების ყოფილი აგენტის - ვლადიმერ პუტინისათვის პირველი მტერია, პუტინისათვის,   რომელსაც ხელი ყველგან მიუწვდება. როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ, ფრანგულ გაზეთ „Le Nouvel Obsevateur“–ს აცნობა,  პუტინმა, 2008 წელს,  მასთან კერძო საუბარში განაცხადა, რომ სააკაშვილს პირადად გადაუხდის სამაგიეროს და დაემუქრა, რომ ამ უკანასკნელს მისი „პრეზიდენტის“ ინტიმური ორგანოებით ჩამაკიდებს.

რუსეთის პრეზიდენტისათვის დამახასიათებელი ეს „მაჩოს" რიტორიკა გაისმა რუსეთსა და საქართველოს შორის მიმდინარე სისხლიანი კონფლიქტის დროს, რომელიც მხოლოდ ხუთი დღე გრძელდებოდა. პრეზიდენტის ეს კონკრეტული მუქარა კრემლმა არ დაადასტურა, თუმცა Q & A ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ბატონი პუტინისადმი დასმული შეკითხვაზე პასუხის გაცემისას ნაწილობრივ დაადასტურა გაზეთში მოხვედრილი ინფორმაცია. მაყურებლის შეკითხვაზე: "მართალია, რომ თქვენ სააკაშვილს მისი სხეულის ერთი ნაწილით ჩამოკიდებას დაპირდით?" პუტინმა უპასუხა: "რატომ მხოლოდ ერთით?"

ამავდროულად, ომის მსვლელობისას, საქართველოს უმაღლესი მთავარსარდალი გენერალ პატონის მსგავსად მოიქცა. გორში, 2008 წლის 11 აგვისტოს, სატელევიზიო ინტერვიუს გადაღებისას, მისი იმიჯისათვის ყველაზე დამღუპველი რამ მოხდა, როდესაც გადაიღეს, თუ როგორ იმალებოდა საკუთარი მცველების სხეულების ქვეშ, სახე შიშისაგან დეფორმირებული და დამფრთხალი ჰქონდა, რაც საქართველოს ჰორიზონტზე რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების წარმოდგენამ გამოიწვია.

ომის დასრულებისას, სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს, რომელიც ქართველების მიერ კი არ ჩატარდა, არამედ დასავლეთის სახელმწიფოების მიერ, BBC–ის სიუჟეტში გადაღებისას, ბატონი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ნერვული აშლილობის ზღვარზე ჩანდა, დაუდევრად ღეჭავდა თავის წითელ ჰალსტუხს. "საკუთარი ქვეყნის გამო წუხილმა შეიძლება ადამიანი საკუთარი ჰალსტუხის ჭამამდეც კი მიიყვანოს," განმარტა მან მოგვიანებით.

იმ დროს, პუტინის მუქარა, ბატონი სააკაშვილი მისივე "ნაწილებით" დაეკიდა, შესრულებადი ჩანდა. საფრანგეთის პრესაში გაჟონილი ინფორმაციის შესაბამისად, შოკირებულმა საფრანგეთის პრეზიდენტმა პუტინს ჰკითხა, "ამას რატომ გააკეთებდითო", რაზეც ამ უკანასკნელმა ცინიკურად უპასუხა: "რატომაც არა? ამერიკელები სადამ ჰუსეინს ასე არ მოექცნენ?".

ინტენსიური დიპლომატიური ძალისხმევის შედეგად, რუსეთის არმიამ საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან 20 მილის დაშორებით შეწყვიტა თავდასხმა. საქართველოს ორმა საუკეთესო რეგიონმა დამოუკიდებლობა გამოცხადა.

ბატონმა პუტინმა ჰალსტუხის  ინციდენტი არ  დაივიწყა. "თუ გსურთ ერთ დღეს სადილად სააკაშვილის მოწვევა, ყველა ჰალსტუხი დამალეთ,“ ურჩია ბატონმა პუტინმა 2009 წელს თავის მაშინდელ კოლეგებს უკრაინიდან – პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს და პრემიერ–მინისტრ იულია ტიმოშენკოს. "ისინი დღეს ძვირი ღირს, ის კი სულ შეგიჭამთ. "

დროთა განმავლობაში, თავად ბატონმა სააკაშვილმა დაიწყო პუტინთან მისი "განსაკუთრებული ურთიერთობების" თავის სასარგებლოდ გამოყენება. პირდაპირ ეთერში, სატელევიზიო თოქ-შოუებში მისთვის საყვარელი მრავალრიცხოვანი გამოსვლიდან ერთ-ერთის დროს მან წაიტრაბახა: "პუტინი დამპირდა ჩემი სხეულის ისეთი ნაწილებით დამკიდებდა, რომლებზე საუბარსაც არ ვაპირებ, მაგრამ რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყოველი კაცისთვის, განსაკუთრებით, პოლიტიკოსისთვის, ქალბატონი-პოლიტიკოსისთვისაც კი. ამ კაცმა საჯაროდ დაიფიცა, რომ ამ ნაწილებით დამკიდებს. ახლა კი იგი ჩემს ჰალსტუხზე ალაპარაკდა. აქ უკვე უკეთეს ამბავთან გვაქვს საქმე,  მან თავი ცოტა აიმაღლა, ჰალსტუხს რომ მიწვდეს. მეც ასე უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს. "

და ახლა, ბატონმა სააკაშვილმა ბოლოს და ბოლოს იპოვნა საკუთარი ავტობიოგრაფიის შესაფერისი თანამდებობა ქვეყანაში, რომელსაც შეუძლია სამშობლო უწოდოს.

13 თებერვალს, მიხეილ სააკაშვილი დაინიშნა საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარედ, რეფორმების ჩასატარებლად უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოსთან თავის ახალ სამშობლოში – უკრაინაში. (აღშფოთებულმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ  უკრაინის ელჩი დაიბარა და ახსნა–განმარტება მოსთხოვა.)

გაზეთებში წერენ, რომ მისი უშუალო ვალდებულება იქნება მოლაპარაკებების წარმოება აშშ–თან უკრაინაში იარაღის მიწოდების თაობაზე.

ცოტა ხნით ადრე, სანამ მოვლენები ასე ბედნიერად წარიმართებოდა,  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ეწვია უკრაინის ტელევიზიას  თავისი პირველი ფასდაუდებელი რჩევების მისაცემად. ბედნიერი ღიმილით და მახვილგონივრული მინიშნებებით, 24–ე სატელევიზიო არხის „თოქშოუს“ წარბშკრულ და დაეჭვებულ წამყვანს განუმარტა, რომ მისი თვალსაწიერიდან ყველაზე საგანგაშო გამოწვევა, რაც, უკრაინელების აზრით, მათ წინაშე დგას, არის ის, თუ როგორ შეწყდეს "რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმართული აგრესია".

გაიხსენა რა საკუთარი გამოცდილება, როცა ქართული ჯარის  მთავარსარდალი იყო, სააკაშვილმა განაცხადა, რომ "ერთადერთი, რამაც რუსები გააჩერა იყო ის ... რომ ამერიკელები ჰაერში საკუთარი ავიაციის გაგზავნას დაპირდნენ. მათ საქართველოს სანაპიროებთან მეექვსე ფლოტი გაგზავნეს, ბოსფორი გაიარეს და ნამდვილად უთხრეს რუსეთს: „აქ  წითელი ხაზი გადის, თქვენ არასოდეს არ შეხვალთ დედაქალაქში (თბილისი), თქვენ არა მხოლოდ არ მოკლავთ სააკაშვილს, არამედ არ გაანადგურებთ მათ სახელმწიფოს და არ გაანადგურებთ მათ მთავრობას.“

"ბატონმა სააკაშვილმა გააგრძლა: "რატომ ვსაუბრობ აქ ამის შესახებ? (ჯონ)კერიმ გუშინ განაცხადა და ამერიკელებმა დაადასტურაეს, რომ ისინი თავდაცვით იარაღს მისცემენ უკრაინას. (ღიმილი). ეს არის უზარმაზარი წარმატება და უკრაინის დიპლომატიური ტრიუმფი. რატომ ხდება ეს? ჰილარი კლინტონმა სწორად შაეფასა  - "უკრაინელებმა ეს მათი გმირული წინააღმდეგობით დაიმსახურეს“. (ამერიკელების) უმრავლესობა (იარაღის)მიცემის წინააღმდეგი იყო, მაგრამ თქვენ ისე მედგრად იბრძვით... და ამერიკელი ხალხი ხედავს ამას. სწორედ ეს არის დემოკრატია, როდესაც ამერიკელი ხალხი ხედავს, რომ ვინმე საკუთარი (ამერიკული) იდეალებისთვის  იბრძვის, თვითონ იბრძვის, მზად არის თავი დაიცვას, ისინი აზრს იცვლიან ... სამწუხაროდ, ამერიკას თქვენს ომში აქამდე მონაწილეობა არ მიუღია,   სანქციების და სხვა მიზეზების გამო, მაგრამ იგი არ იყო (კონფლიქტის ნაწილი) ... ახლა ისინი მიხვდნენ, რომ რაღაც უნდა გაკეთდეს. ახლა ამ ერის (უკრაინული ერის) გადარჩენის დროა. ერთ დროს, საბჭოთა კავშირი ნავთობის ფასებმა  (მახვილგონივრული ღიმილი) და რეიგანის მიერ ავღანეთის მოჯაჰედებისთვის რუსების ... საბჭოთა ვერტმფრენებისა და თვითმფრინავების ჩამოსაგდებად მიცემულმა  „სტინგერის“ რაკეტებმა დაანგრია. ახლა თქვენთვის აუცილებელია, ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების ფლობა, რაც თქვენ არ გივარგათ. ამერიკელებს აქვთ უფრო თანამედროვე შეიარაღება, რომლებსაც ისინი იყენებენ.  როგორც კი ისინი (ამერიკელები) გადაწვავენ პირველ 50 რუსულ ტანკს (ბედნიერად იღიმება და ნახევარად იცინის) აბსოლუტურად განსხვავებული ვითარება იქნება (ადგილზე) და ამერიკელები მზად არიან მოგცენ, ამერიკელები მზად არიან მოგცენ უპილოტო თვითმფრინავები, ნამდვილი უპილოტო თვითმფრინავები, ისეთები კი არა, აქ  (უკრაინაში) რომ მზადდება ... ისინი არტილერიას მოგცემენ, არტილერიით დატვირთულ სატვირთო მანქანებს. ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა არის თქვენი ჯარების გადამზადება (ფართოდ იღიმება და ჰალსტუხს ეხება). … ამერიკელების მიერ მომზადებული, ჩვენი (ქართველი) ოფიცრები, რომლებიც დღეს თქვენს ჯარებს ამზადებენ, ამბობენ, რომ უკრაინელი ჯარისკაცებს ყველაზე ძლიერი სულისკვეთება აქვთ მსოფლიოში. ამ ბიჭებს, რომლებიც ახლა იბრძვიან, შესაბამისი სწავლება რომ ჩაუტარდეთ და სათანადო შეიარაღება რომ მიიღონ, მთელ რუსეთს დაიპყრობენ  (ფართო, იუმორით სავსე ღიმილი)... ამაზე ბევრს საუბრობს ჩემი მეგობარი და სენატის შიარაღების კომიტეტის თავმჯდომარე, ჯონ მაკეინი. ჯერ კიდევ სამი დღის წინ,  მას ტელეფონით ვესაუბრე. მან იმედი გამოთქვა, რომ ახლა შანსი გამოჩნდა (იმისა, რომ აშშ-ს იარაღი გაიგზავნება უკრაინაში), და დარწმუნებულია, რომ ეს არის დიდი მინიშნება პუტინისათვის ...  ის გრძნობს, რომ ამერიკული იარაღი შეიძლება გაიგზავნოს (უკრაინაში). უბრალოდ, თქვენი თავის წარმოიდგინეთ რუსი ოფიცრის ადგილას, რომელსაც ამერიკელი ინსტრუქტორის მიერ ნასროლი ამერიკული რაკეტა მოხვდება. არა მხოლოდ პუტინის სიცრუე ნატო-ს ინსტრუქტორების შესახებ (ახლა) ... მაგრამ თუკი ნატო-ს შეიარაღება მართლაც განხორციელდა და ნატო-ს ინსტრუქტორები  ანუ ამერიკელი ინსტრუქტორები (თვალს უკრავს) მართლა ჩამოვლენ, რადგან "ნატო" ზოგადი ტერმინია, რომელიც გამოიყენება "ამერიკულის" მნიშვნელობით, სიტუაცია (უკრაინისათვის) აბსოლუტურად შეიცვლება. თქვენ უბრალოდ თქვენი პოზიცია უნდა გაიმყაროთ სამხედრო საშუალებებით (მანამდე, სანამ ამერიკული იარაღი და ინსტრუქტორები ჩამოვლენ) ".

ეს ინტერვიუ სრულიად განსხვავებული იყო BBC–სადმი 2008 წელს მიცემული, ჰალსტუხის ღეჭვასთან დაკავშირებული, ინტერვიუსაგან. ამჯერად, სააკაშვილს სიხარულისგან გაბრწყინებული იყო. მისი ჟესტიკულაცია თავდაჯერებულობას გამოხატავდა. მან ცხადყო, რომ ჭკვიანი კაცი და კარგი ორატორია. თუმცა, შეცდა თუ არა ბატონი სააკაშვილი, როცა უკრაინელებს (რომელთა უმრავლესობასაც წინათ „საბჭოელი“ ერქვა) შეახსენა აშშ-ს როლი ავღანეთში საბჭოელების დახოცვაში.

მისი საუბრისას, ამერიკული სასიკვდილო და არასასიკვდილო იარაღის შესახებ,  რომლებსაც, მისი აზრით, აშშ მალე მიაწოდებს უკრაინას, მას გამიზნულად "დაავიწყდა" ორი რამის თქმა  უკრაინული აუდიტორიისათვის:

პირველ რიგში, აშშ-სა და ნატო-ს მიერ უზრუნველყოფილი და რუსების მიერ შეპყრობილი „ნადავლის“ (ტყვეების) ბედის შესახებ თავის ძველ ქვეყანაში,  რუსების მიერ აშშ-ს გაწვრთნილი ქართული არმიის სწრაფი დამარცხების შემდეგ, მაშინ, როდესაც სააკაშვილის მთავარსარდალი იყო. „ნატო“-ს მიერ უზრუნველყოფილი ყველა სასიკვდილო და არასასიკვდილო იარაღი პირდაპირ გადაიგზავნა ჯერ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მეცნიერების ინსტიტუტებში, კვლევის მიზნით, და შემდეგ სამხედროებთან. მეორე რიგში ის, რომ მათ შორის ათობით კარგად მომქმედი ტანკი იყო. მრავალი მობილური ელექტროსადგური და სხვა მოწყობილობა აღმოაჩინდა "გათავისუფლებულ" ტერიტორიაზე და რუსული არმიის ხელში. ფოთის საზღვაო პორტში რუსებმა ქართველ მესაზღვრეებს ხუთი ამერიკელი სამხედრო მანქანა (Humvee) და საზღვაო მოწყობილობის ორი კონტეინერი წაართვეს, რამაც საერთაშორისო არეულობა გამოიწვია და უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა „პენტაგონი“. აღშფოთებული მოთხოვნების მიუხედავად, ისინი აშშ-ს არ დაუბრუნეს და  აშშ-ში შექმნილი მცირე იარაღი მუზეუმებში გამოიფინა რუსეთის მთელს ტერიტორიაზე.

მეორე მხრივ, ბატონმა სააკაშვილმა ვერ შეახსენა თავის აუდიტორიას ის ფაქტი, რომ თავისი ორი ულამაზესი  რეგიონი, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, დაიკარგა,  გამოაცხადეს რა  საქართველოსაგან დამოუკიდებლობა.

უკრაინაში  უსაფრთხო თავშესაფრის მპოვნელს, წარსულში დევნილს და ამჟამად, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველს, ბატონ სააკაშვილს პირადი ინტერესი აქვს იმაში, რომ უკრაინა სააკაშვილის  ძველ  მტერს, ვლადიმერ პუტინს, არ ჩაუვარდეს ხელში, რადგან პუტინის მუქარა, რომელიც საქართველოს ყოფილი  მთავარსარდალის მამაკაცურ ღირსებას ეხება, ჯერ კიდევ ძალაშია. ამავდროულად, როგორც ჩანს, ბატონმა  სააკაშვილმა, იუმორის გრძნობა აღიდგინა. დამაჯერებლად იწინასწარმეტყველა რა ამერიკის უძლიერესი ძალის ჩარევით მიღწეული გამარჯვება, მას იგივე წითელი ჰალსტუხი ეკეთა, რომელსაც BBC–თვის მიცემული ინტერვიუს დროს ღეჭავდა, როდესაც მისმა მაშინდელმა სამშობლომ მარცხი განიცადა.

http://observer.com/2015/02/georgia-president-who-ate-his-tie-advises-ukrainians-how-to-capture-all-of-russia/