ალბატროს ჯგუფი - ერთი წლის შემდეგ

ალბატროს ჯგუფი - ერთი წლის შემდეგ

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძემ რადიო „კომერსანტთან“ ბიზნესმენ დავით ბეგიაშვილის 2013 წლის წერილის „შვიდი თვე ოცნებაში...“ პასუხად თავის დროზე აცხადებდა, რომ ჩამორთმეული ქონებების დაუბრუნებლობა ეკონომიკურ წინსვლაში, ეჭვის შესატანად, არგუმენტად ვერ გამოდგება. საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, დაზარალებულ ბიზნესმენთა რიცხვი ძალიან დიდია და ქონებების დაბრუნებას იურიდიული სიფრთხილე სჭირდება. დეპუტატის თქმით, იუსტიციის სამინისტრო კანონპროექტზე უკვე მუშაობს და მისი დამტკიცების შემდეგ, ქონების დაბრუნებისთვის ბრძოლა ბეგიაშვილსაც შეეძლება.

როგორც მოგეხსენებათ „ალბატროს“ ჯგუფს ჩამორთმეული ქონება არასაცხოვრებელი ფართი ქ. თბილისში ი.ჭავჭავძის გამზირზე 2014 წლის თებერვალში დაუბრუნდა, ამ მისამართზე ოპერირებდა როგორც შვეიცარული საათების, საიუველირო ერთეულებისა და ძვირფასი აქსესუარების მულტიბრენდული მაღაზია (30-მდე ლუქს ბრენდი), ასევე ამავე პროფილის „Montblanc“ -ის მონობრენდული ბუტიკიც. ამ ობიექტებზე ეკომომიურ საქმიანობას ახორციელებს ალბატროს ჯგუფის ორი ორგანიზაცია შ.პ.ს. „ვაკე-5“ და შ.პ.ს „ალბატროს პრეზენთს“-ი.

ალბატროს ჯგუფი ერთი წლის შედეგებს ასაჯაროვებს:

ჯგუფის ორგანიზაციების შ.პ.ს. „ვაკე-5“ და შ.პ.ს „ალბატროს პრეზენთს“-ის მიერ განვლილი ერთი წლის მანძილზე განხორციელდა იმპორტი ხუთი ქვეყნიდან (ინგლისი, შვეიცარია, იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი) სულ 543 067 ლარის, სატრასპორტო ხარჯებმა შეადგინა 26 651 ლარი, საბაჟოზე დღგ-ს სახით გადახდილია 104 910 ლარი, იმპორტის გადასახადი 4 297 მომწოდებლებთან განხორციელებული ინვესტიციები 463 525, კომუნალური ხარჯები 6 909, საშემოსავლო გადასახადი გადახდილია 13 337 ლარის ოდენობით.

 უძრავ ქონებაში განხორციელებულმა ინვესტიციებმა, ძირითადი საშუალებების, ხელფასების, სხვადასსხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების მომსახურეობაში ხელშეკრულებებით გადახდილმა და სხვა ხარჯებმა შეადგინა 243 554 ლარი. ამ ხნის განმავლობაში აღდგენილ იქნა და სათანადოდ მოწესრიგდა ჯგუფის სავაჭრო ობიექტები, მაღაზიაში წარმოდგენილ ბრენდებს პორტფელს დაემატა 2 ახალი, მოლაპარაკება მიმდინარეობს რამდენიმე ახალ ბრენდთან თანამშრომელობაზე. განვლილი წლის განმავლობაში ურთიერთდამოკიდებული კომპანიების მიერ გამხორციელდა რამოდენიმე როგორც საქველმოქმედო ასევე მომხმარებლებთან ურთიერთობისა და წახალისების სახის პრომო აქციაც.