დნესტრისპირეთი - უფრო რუსული, ვიდრე რუსეთი

დნესტრისპირეთი - უფრო რუსული, ვიდრე რუსეთი

[მარიამ სხილაძე]
დნესტრისპირეთი - თვითგამოცხადებული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი მოლდოვის ტერიტორიაზე, ე.წ. დნესტრისპირეთის მოლდავური რესპუბლიკა. მისი კონტროლის ქვეშაა მდინარე დნესტრის მარცხენა სანაპირო, რომელიც უპირატესად ეთნიკური რუსებით და უკრაინელებით არის დასახლებული, ასევე მარჯვენა სანაპიროს ქალაქი ბენდერი.
ფართობი: 3,567 კვ.კმ.
მოსახლეობა: 633 ათასი, მათ შორის მოლდაველები 40%.
დედაქალაქი: ტირასპოლი.
პრეზიდენტი: იგორ სმირნოვი.
1991 წელს მოლდოვის მიერ დამოუკიდებლობის გამოაცხადებას მოჰყვა სეპარატისტული მოძრაობების გააქტიურება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში. იმავე წელს დნესტრისპირეთის სლავურმა მოსახლეობამ გამოაცხადა დნესტრისპირეთის მოლდავური რესპუბლიკა, რასაც მოჰყვა შეიარაღებული კონფლიქტი. ამჟამად კონფლიქტი დაკონსერვებულია, მხარეებს შორის პირობით საზღვარზე რუსეთის სამშვიდობო ძალებია განლაგებული. სტატუსზე დღემდე მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

ევროკავშირის სამეზობლო ჟურნალისტთა ქსელის NJEN-ის ფარგლებში სამხრეთ კავკასიელი ჟურნალისტებისთვის მოლდოვაში ტრენინგი გაიმართა. ამ ტრენინგის ფარგლებში 22 ქართველი, აზერბაიჯანელი და სომეხი ჟურნალისტი დნესტრისპირეთს და მის დედაქალაქს ტირასპოლს ეწვია.

Mаленький Cоветский Cоюз
“პატარა საბჭოთა კავშირი” - ეს არის შეფასება რომელსაც დნესტრისპირეთის შესახებ მოლდოვაში ყველაზე ხშირად მოისმენთ. ამასვე გაიგონებთ იმ ადამინებისგან, ვისაც ტირასპოლისთვის თვალის შევლების ბედნიერება ქონია.

თეატრი თუ გარდერობიდან იწყება, ქვეყნა, ალბათ – საზღვრიდან. დნესტრისპირეთის თვითაღიარებული საზღვარი არ არის ისეთი გამაგრებული, როგორც შეიძლება ვინმეს წარმოედგინოს. ეს უფრო ფსიქოლოგიური საზღვარია სეპარატისტულ რეგიონსა და სახელმწიფოს შორის. კიშინიოვიდან ტირასპოლისკენ მიმავალს ჯერ მოლდოვური სასაზღვრო – გამშვები პიუნქტი შეგხვდება, სადაც უკეთესი იქნება თუ ფოტოს არავის და არაფერს გადაუღებ. შემდეგ გაივლი სამშვიდობოთა პოსტს (სამშვიდობო ძალები 300 მოლდოველის, 300 დნესტრიპირელისა და 500 რუსი სამშვიდობისგან შედგება) და ბოლოს დნესტირსპირელი მესაზღვრეები შეგხვდებიან.

ზერელე შემოწმების შემდეგ პირდაპირ ქალაქ ბენდერაში შედიხარ, სადაც მოლდოვა-დნესტრისპირეთის კონფლიქტის დროს ყველაზე დიდი შეტაკებიები მოხდა. ამ ქალაქში ბევრი მემორიალი, დიდი სასაფლაობი და რუსი ცისფერჩაფხუტიანები მოგხვდება თვალში.

ტირაპსოლის შესასვლელთან პირველი, რასაც დაინახავ, ახალი, დიდი სტადიონია. თარჯიმანი გვიყვება, რომ სტადიონი საერთაშორსო წვრთნებისთვის აიგო, ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში და მას ფიფას ექპსერტებმაც მაღალი შეფასება მისცეს. თუმცა მოლოდვამ სეპარატისტულ რეგიონში საერთაშორისო ტურნირების, ან თუნდაც წვრთნების ჩატარება არ დაუშვა. ამიტომ სტადიონს ახლა მხოლოდ ტირასპოლის გუნდი «შერიფი» იყენებს, სადაც, სხვათა შორის, ქართველი ლეგიონერი ვაჟა თარხნიშვილი თამაშობს. თარხნიშვილი დნესტრისპირეთში ორი წლის წინ გმირად გამოცხადეს, რადგან მან ყველა ტიტული მოიგო, რისი მოგებაც ამ გუნდის მოთამაშეს შეეძლო.

რაც უფრო მეტად უახლოვდები ქალაქის ცენტრს, პირი დაღებული, თვალები კი ფართოდ გახელილი გრჩება. ტირაპსოლის ქუჩებში ნახავ გაი-ს ნაცნობი ზოლიანი ჯოხებით “შეიარაღებული” მილიციელებს; დიდ ვარდისფერ, მბრწყინავ მარმარილოში გამოკვეთილ ლენინის ქანდაკებას, რომელსაც მოსასხამი მედიდურად უფრიალებს... აქვეა პუტინის და მედვედევის დიდი პლაკატები. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, თეატრთან კი დიდი ბილბორდი შეგხვდება, საიდანაც Три богатыря - ედუარდ კოკითი, სერგეი ბაღაფში და იგორ სმირნოვი იღიმებიან. აქვე ნახავთ რუსეთისა და აფხაზეთის საკონსულოებს, რუსულ ბანკებს, რუსული კომპანიების და რუსული მობილური ოპერატორების წარმომადგენლობებს. ქუჩებიში ყველა აბრაც რუსულ ენაზეა.

რუსულად აწერია ფულს, რუსულ ენაზე გამოდის გაზეთები, რუსულად მაუწყებლობენ ერთი სახელმწიფო და ერთიც „ოპოზიციური“ ტელეკომპანია, რუსულენოვანია პასპორტები და საერთოდაც აქ ყველაფერი უფრო რუსულია, ვიდრე თავად რუსეთში. მართალია დნესტრისპირეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ბანდარჩუკი გვიმტკიცებდა, 1990 წელს რეგიონში კონფლიქტის მიზეზი სწორედ ენა და დამწერლობა გახდაო, მაგრამ ამის დაჯერება ახლა ძალიან ძნელია.

Плата за любовь
ოფიციალური ტირასპოლის ვერსიით, 1990 წელს მოლდოვას მოლდოვური დამწერლობის წინააღმდეგ, რომელსაც დნესტირპირელები იყენებდნენ, “დისკრიმინაციული გადაწყვეტილება” მიუღია. დნესტრისპირელებს მოლდოვურად ლათინური ანბანით უნდა ეწერათ, მაშინ როცა იქამდე “კირილიცას” იყენებდნენ. ამას დნესტირსპირელები განურისხებია, შეუქმნიათ წინაღმდგობის კომიტეტები და კონფლიქტიც დაწყებულა.

დღეს იგივე ბანდარჩუკი და ადგილობრივი ადამინის უფლებდამცელი ორგანიზაციის ხელმძღვანуლი ოქსანა ალისტრატოვა «მწუხარე” სახეებით გვიყვებიან, რომ “კირილიცას” და მოლდოვური ენის შესწავლის მსურვილი აღარავინ არის.

თუმცა, აქ საქმე მხოლოდ სურვილზე არ უნდა იყოს. იგივე ალისტრატოვამ იცის, რომ “მოლდოვური პასპორტით რუსეთში ცხოვრება უფრო იოლია”. ბანდარჩუკი კი სიამაყით აცხადებს, რომ რუსეთი დნესტრისპირეთს უფასოდ აწვდის გაზს, ხოლო პენსიონერებსა და პედაგოგებს საპენისო და სახელფასო დანამატს უნიშნავს. კითხვაზე – რის ფასად ჩუქნის რუსეთი დნესტნიპირეთს ბუნებრივ აირს – დიპლომატი ბანდარჩუკი პასუხობს – “Это плата за любовь”.

наше щастье в единстве с россией
არ ვიცი, არის თუ არა დნესტრისპირეთის ბედნიერება რუსეთის ქვეშევრდომობაში, თუმცა ვხედავ, რომ ტირასპოლში ერთი შეხედვით სიმშვიდეა. უფრო დაბალი ფასებია ვიდრე მოლდოვაში და უფრო მაღალი ხარისხის საქონელი – მაღაზიებში.

მიუხედავად იმისა, რომ დნესტრისპირეთის უშიშროების სამსახურმა ქალაქში მოსახლეობასთან გასაუბრებისა და ფოტოების გადაღების უფლება არ მოგვცა და ტირასპოლის ეუთო-ს მისიაშიც გაგვაფრთხილეს 2 საათიდან - 3 თვემდე პატიმრობის სურვილით შეპყრობილები თუ არ ვიყავით, ეს წესი არ დაგვერღვია. ერთიც მოვახერხეთ და მეორეც.

ტირასპოლში ხალხი ისეთივეა, როგორიც კიშინიოვში – თბილი, ლამაზი და გულისხმიერი. თუმცა, აქ მშვიდად მხოლოდ ის ადამიანები ცხოვრობენ, რომლებსაც 20–წლიანი საპრეზიდენტო მმართველობის შემდეგ, იგორ სმირნოვის ხელახლა პრეზიდენტად არჩევა სურთ. ტირასპოლში შეხვდები ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი ვინაობის დასახელების ეშინიათ. ჟურნალისტი ანია მეუბნება, რომ მას შემდეგ, რაც მისი კოლეგა ერნესტ ვარდარიანი უკვე კარგა ხანია მოლდოვას სასარგებლოდ შპიონაჟისთვის ტირასპოლის ციხეში ზის, უფრო ფრთხილი გახდა.

“ვარჩევ რესპოდენტებს... ვფიქრობ ამა თუ იმ საკითხზე სტატია დავწერო თუ არა. მირეკავენ, მაფრთხილებენ, მოდიან მთხოვენ სადღაც გავყვე, რადგან ვიღაცას ჩემთან საუბარი სურს. ორი შვილი მყავს და მათ გამო ძალიან მეშინია” - ამბობს ანია.

ერთ-ერთი საერთაშორისო ორგნიზაციის წევრი ოლია კი ჩურჩულით მიყვება დნესტრისპირეთის საეპისკოპოსოზე. ამომბს, რომ მათ ეკლესიაზე რუსული საპატრიარქოს გავლენა ბოლო პერიოდში გააქტიურდა. ყოფილი ეპისკოპოსი გაურკვეველი მიზეზების გამო აშშ-ში გადასახლდა, ხოლო ამჟამად დნესტრისპირეთის ეპარქიას რუსეთის საპატრიარქოდან წარმოგზავლინი ვლადიკა სავა მეთაურობს. ანიაც და ოლიაც ახალგაზრდა, ლამაზი ქალები არიან. არცერთმა მათგანმა არ იცის, რა იქნება ხვალ, აქვთ თუ არა მათ, ან მათ ქვეყანას პერსპექტივა.

Вакyyм перспектив
ერთი თვალის შევლებითაც ცხადია, რომ დნესტრისპირეთს ნათელი პრესპექტივა არ უჩანს, თუმცა ეს არ არის იზოლირებული რეგიონი. სურვილის შემთხევევაში იქ მოხვედრა რიგით უცხოელსაც შეუძლია, რომელსაც თუ კარგად მოიქცევა, უკანაც გამოუშვებენ. საერთაშორისო კავშირებს რაც შეეხება, ალექსანდრ ბანდარჩუკი აღიარებს, რომ დნესტრისპირეთის ოფიციალურ პირებს მხოლდო ე.წ. სამხერთ ოსეთში, აფხაზეთში და მთიან ყარაბახში ელიან. თვითაღირებული სახელმწიფო, სადაც სულ 400 ათასი ადამიანი ცხოვრობს იმიტომ რომ დაახლოებით 200 ათასი უკვე გაიქცა, ეფემერულ იმედს ებღაუჭება.

მოგვიანებით, ტირასპოლში დნესტრისპირელ პოლიტოლოგსა და უფლებადამცველს, ანდრეი საფინოვს ვხვდებით. საფინოვი თვლის, რომ ახლა მისი ქვეყანა პერსპექტივათა ვაკუუმში იმყოფება.

“ევროკავშირს სურს მთელი ყოფილ მოლდოვაზე კონტროლი, რუსეთსაც იგივე სურს. აშშ-ს დიდად არ ანაღვლებს ვის ვიზე ექნება კონტროლი, მათ აქ მხოლოდ იარაღიანი რუსი ბიჭების ყოფნა აღიზიანებთ. მოლდოვა და დნესტრპისპირეთი ახლა ერთ ბედქვეშაა. არც მოლდოვას მიიღებს ევროკავშირი და არც დნესტრისპირეთს აღიარებს რუსეთი. აქ ვითარება კარგა ხნით დაკონსერვდება და მეტს არავინ არაფერს შემოგვთავზებს“, - ამბობს საფინოვი.

ვითარება დნესტრიპირეთის დედქალაქში უკვე 20 წელია დაკონსერვებულია. აქ ვერაფერს შეხვდებით ისეთს, რაც მიგახვედრებთ რომ დნესტრის გადაღმა XXI საუკუნეა.