ბევრს კივის სამშობლო ახალი ზელანდია ჰგონია, მაგრამ ეს ასე არ არის. კივი აღმოსავლური ხილია. ის პირველად ჩინეთში მოიწიეს, ახალ ზელანდიაში კი 1906 წელს შეიტანეს. თავდაპირველად მას ჩინურ ხურტკმელს უწოდებდნენ, მერე კი, როდესაც მასზე მოთხოვნილება განსაკუთრებით გაიზარდა, გადაწყვიტეს, ქვეყნის ნაციონალური სიმბოლოს, პატარა ჩიტის პატივსაცემად კივი დაერქმიათ.
ამჟამად ეს ხილი მოჰყავთ არა მხოლოდ ახალ ზელანდიაში, არამედ კალიფორნიაში, საფრანგეთის დასავლეთ რეგიონებში, ისრაელსა და საქართველოშიც კი. ნაყოფი საკმარისად მწიფე და გემრიელია, თუ თითების მსუბუქად დაჭერისას მისი სირბილე შეიგრძნობა, ხოლო თუ მეტისმეტად რბილია, ჩანს, გადამწიფებულა. მოუმწიფებელი კივი მკვრივია. მომწიფებისთვის საჭიროა, ნაყოფი ქაღალდის პაკეტში მოვათავსოთ და გრილ ადგილას შევინახოთ, ისე, რომ მზის პირდაპირი სხივები არ ხვდებოდეს. კივის მწიფე ნაყოფი მაცივარში ორი კვირაც კი გაძლებს.
რით ფასობს კივი? კივი დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს. ცნობილია, რომ C ვიტამინი აძლიერებს იმუნურ სისტემას, ამაღლებს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ინფექციების მიმართ, ხელს უწყოფს მას სტრესებთან ბრძოლაში, განამტკიცებს სისხლძარღვებს. კივი შეგიძლიათ ხორცთან, ლორთან, თევზსა და ყველთან ერთად მიირთვათ. ერთი საშუალო კივი შეიცავს: 75მგ C ვიტამინს, 0,3-0,4გ ცხიმს, 11გ ნახშირწყლებს, 1გ ცილას, 2,6გ უჯრედსს, 42გ ნატრიუმს, არ შეიცავს ქოლესტერინს, ენერგეტიკული ღირებულებაა 46კილოკალორია.
კივი ხშირად იწვევს ალერგიულ რეაქციებს, ამიტომაც ის არ არის რეკომენდებული ალერგიისა და ამა თუ იმ ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პირთათვის. დიდი რაოდენობით კივი არ არის სასურველი ბავშვებისა და მოხუცებულთათვის.