შინაგან საქმეთა მინისტრი აშშ-ს ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი აშშ-ს ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ რიჩარდ ნორლანდს და მის მრჩეველ ჯულია ტომფსონს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.

მხარეებმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტსა და შსს-ს შორის არსებული საზღვრის მართვისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ვახტანგ გომელაურმა და რიჩარდ ნორლანდმა ასევე ისაუბრეს მიმდინარე და სამომავლო პროექტებსა და გეგმებზე.