ბრიტანელმა მსახიობმა, პროდიუსერმა და მოდელმა, ელიზაბეტ ჰარლიმ, გადაწყვიტა, 4-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდეს მეუღლეს, ინდოელ მილიონერ არუნ ნაიარს. წინა კვირას ლიზმა ლონდონის უმაღლეს სასამართლოში განქორწინებაზე განცხადება შეიტანა.
გაყრის მიზეზები მსახიობს არ დაუკონკრეტებია, მხოლოდ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება მეუღლის არაკეთილგონივრულმა საქციელმა მიაღებინა. თავად არუნ ნაიარი არანაირ კომენტარს არ აკეთებს.
გავრცელებულ ჭორებს თუ დავუჯერებთ, გაყრის მიზეზი ჰარლის ახალი რომანია ავსტრალიერ კრიკეტის მოთამაშე შეინ უორნერთან, თუმცა მსახიობი ამ ხმებს კატეგორიულად უარყოფს. ლიზ ჰარლისა და არუნ ნაიარის ურთიერთობა ჯერ კიდევ შარშან დაიძაბა. დეკემბერში ვარსკვლავმა განაცხადა, რომ ის და მისი მეუღლე ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ახლა კი ამ ფაქტს ოფიციალურ სახეს მისცემს.
atb.ge