"კარიბის ზღვის მეკობრეების" მეხუთე ფილმზე მუშაობა დაიწყო. პოპულარული ფილმის "კარიბის ზღვის მეკობრეები - უცნაურ სანაპიროებზე" მეოთხე ნაწილი კინოეკრანებზე 19 მაისს გამოვა, თუმცა პროდიუსერი ჯერი ბრუკჰაიმერი და მისი გუნდი შემდეგი ნაწილის სცენარზე მუშაობს.
მეხუთე ფილმში, ისევე როგორც მეოთხეში, ყურადღება გამახვილებული იქნება „ბეღურა ჯეკის" თავგადასავლებზე და არ იქნება მიბმული წინა სერიებზე, სადაც კირა ნაიტლი და ორლანდო ბლუმი არიან გადაღებულნი.
ჯერი ბრუკჰაიმერმა მეოთხე ფილმის ტესტურ ჩვენებზე და მაყურებელთა რეაქციაზე განაცხადა, რომ „მათ მოეწონათ ნანახი"
"ისინი გვიყვებოდნენ, რომ ეს იყო აბსოლუტურად ახალი ისტორია და ძალიან მოეწონათ ნანახი. მომდევნო სერიებში შევიტანთ ახალ ორიგინალურ იდეებს. თუ მაყურებელი გულთბილად მიიღებს "მეკობრეების" მეოთხე ნაწილს, შევეცდებით მეხუთე ნაწილი გადავიღოთ. ყველაფერი ჯონზეა (ჯონი დეპი) დამოკიდებული, თუმცა ის აღმერთებს თავის გმირს", - განაცხდა პროდიუსერმა.