ვარსკვლავების „ტკბილი“ მიდრეკილებები

ვარსკვლავების „ტკბილი“ მიდრეკილებები

სარა ჯესიკა პარკერს ყველაზე მეტად ნაყინი უყვარს, განსაკუთრებით – ნაღების და, თანაც, შოკოლადის „თავსახურით“.

„ზაფხულში ნაყინს თითქმის ყოველდღე ვჭამ და, სხვათა შორის, ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე, რადგან, მისგან ისეთ სიამოვნებას ვიღებ, შეუძლებელია, ამით რამე დამიშავდეს“, – აცხადებს მსახიობი.

ქეთი პერი ბავშვობაში ხილის „ლოლუებზე“ გიჟდებოდა და ეს სიყვარული დიდობაშიც გამოჰყვა. ოღონდ, როგორც თავად ამბობს, მიირთმევს მხოლოდ ნატურალურ კარამელს, საღებავებისა და არომატიზატორების გარეშე და ორიგინალური გემოთი, განსაკუთრებით კი მანგოს „ლოლუები“ უყვარს. მაგრამ, კეტიმ იცის, რომ, გარდა გასუქებისა, ტკბილეულს სხვა ცუდი თვისებაც აქვს, კერძოდ, აფუჭებს კბილებს. ამიტომ, „ბავშვობასთან დაბრუნების“ უფლებას თავს მხოლოდ კვირაში ერთხელ ან ორჯერ აძლევს, დღის დანარჩენ მონაკვეთში კი ზღუდავს საკვების რაოდენობას.

ნიკოლ შლეზინგერი, როგორც ჰავაის კუნძულების ჭეშმარიტი შვილი, ჭკუას კარგავს ბანანის ჩირის ალადებზე ქოქოსის სიროპით და მაკადამიის კაკალზე შოკოლადის სოუსით.

„როგორც კი მომინდება „ჩემი“ ტკბილეულის ჭამა, ვცდილობ, საქმეზე გადავერთო, თორემ, არ არის გამორიცხული, მხოლოდ მასზე ფიქრითაც კი, რამდენიმე კილოგრამი მოვიმატო“, – სიცილით აღნიშნავს ვარსკვლავი.

როგორც ჩანს, აქტიური მუშაობა იცავს ნიკოლს ზედმეტი სასუსნავისა და, შესაბამისად, ზედმეტი კილოგრამებისგან.

სანდრა ბალოკი გულახდილად აღიარებს, რომ გიჟდება ტკბილეულზე, განსაკუთრებით კი მას შოკოლადი და ვენური შტრუდელი ჰყვარებია. „მაგრამ, ყოველდღე ვერ ვაძლევ თავს ასეთი სიამოვნების უფლებას. ასე რომ არ მოვიქცე, მშვიდობით, სიგამხდრევ და ახალო კინოროლებო! ამისთვის კვირაში ერთი დღეც საკმარისია, მაგალითად, კვირა დღე, დანარჩენი ექვსი დღის განმავლობაში კი მკაცრად ვაკონტროლებ ჩემი კვების რეჟიმს“, – ამბობს ბალოკი.

ტეილორ სვიფტი, როგორც თავად აღნიშნავს, დილას ტკბილი ფანტელებითა და კრემიანი „პეჩენიებით“ იწყებს, ოღონდ ბევრს არ მიირთმევს.

„ვიცი, რომ ეს არ არის მთლად „სწორი“ საუზმე, მაგრამ, ამ მეთოდით ვახერხებ, ვაკონტროლო ჩემი მიდრეკილება ტკბილეულის მიმართ“, – აცხადებს მომღერალი და, თუ მისი აღნაგობის მიხედვით ვიმსჯელებთ, ეჭვი არ შეგვეპარება, რომ ის ამას კარგად ახერხებს.