შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე საბურთალოს სამმართველოს მე-4 განყოფილების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1999 წელს დაბადებული ტარიელ უ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ორი არასრულწლოვანი - პარალელური კლასელები ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მოზარდები სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს ( საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით)