ნატოს „მადლობა“

ნატოს „მადლობა“

ნობილი ქართველი მსახიობი კარლო გოგოძე ერთ შემთხვევას ხშირად იგონებდა:

„ნატო ვაჩნაძის საიუბილეო დღეები იყო. მე მოვამზადე პატარა მონოგრაფია. საიუბილეო საღამოზე ლევან ასათიანი მოვიდა და გულწრფელად მითხრა, მადლობელი ვარ ასეთი დიდი წიგნისთვისო.

მეორე დღეს კინოსტუდიაში ფანჯარასთან მდგარმა ნატო ვაჩნაძემ მომმართა: „კარლო, კარლო, მოდი! გახსოვდეს, დღეს ჩემთან მოდი სახლში, უარი არ გამაგონო”.

როდესაც მის სახლში მივედი, ბევრი ხალხი დამხვდა. მე მოწიწებით მივეახლე და მივულოცე ჩემი წიგნით, სადაც მივაწერე: „ჩემს საყვარელ ნატოს, სხვა არაფერი მისართმევი არ მაქვს!”.

მე ვიმეორებ ნატო ვაჩნაძის სიტყვებს: „ამაზე უკეთესს არაფერს ვისურვებდი ამჟამად” – და ლოყაზე მაკოცა. სერგო ზაქარიაძემ ხელი მომკიდა და მითხრა – „ლოყაზე არ მოისვა ხელი, არც პირი დაიბანო! “.