ქალი თანამდებობაზე

ქალი თანამდებობაზე

როგორც წესი, ქალი, რომელიც შრომობს და კარიერის შექმნას ცდილობს, დიდად სასურველი არ არის მამაკაცისთვის.

უნდათ, მისი დახმარებით თავადაც წაიწიონ წინ, მაგრამ, არაფრით აღიარებენ იმას, რომ ამაში ქალს მიუძღვის წვლილი. სამაგიეროდ, ამტკიცებენ, რომ კარიერას გადაყოლილი ქალი ოჯახისთვის აღარ ვარგა – ვეღარც ქმარს ადგება და ვეღარც შვილებს. ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

დროის კარგად და სწორად განაწილება საქმიანმა ქალმა უკეთ იცის, ვიდრე დიასახლისმა. ასევე, არ შეეშლება, როდის „შესწიროს“ პირადი ინტერესები კარიერას და როდის – პირიქით. ხოლო, თუ მართლა ჭკვიანია, მსხვერპლშეწირვა საერთოდ არ დასჭირდება.

ბიზნესი ქალურად გაცილებით კარგად არის მორგებული რეალობას. ზოგადად, სუსტი სქესი ნაკლებად მეოცნებეა და არასდროს მოჰკიდებს ხელს საქმეს, რომელიც არ იცის.

მამაკაცები ამასაც არ აღიარებენ, მაგრამ, ისინი ორჯერ უფრო ხშირად მიდიან ავანტიურაზე, ვიდრე ქალბატონები და, ხშირადაც აგებენ.

ქალი თანამდებობაზე – კაცზე გაწონასწორებული, მკაცრი და მოწესრიგებულია... დოკუმენტაციაც დალაგებული აქვს და ურთიერთობებიც. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: როცა ქალი წარმატებულია საქმეში, ის წარმატებულია ოჯახშიც, რასაც კაცებზე ვერ ვიტყვით.