შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გიორგი ბერუაშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს. გიორგი ბერუაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა ბოლო მომენტამდე ვერ მოხერხდა მისი მდგომარეობის სიმძიმის გამო. თუმცა ექიმებმა პოლიციელის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთეს. გიორგი ბერუაშვილი მიღებული ჭრილობების შედეგად 6 თებერვალს გარდაიცვალა. გარდაცვლილი პოლიციელის დაკრძალვის ხარჯებს შინაგან საქმეთა სამინისტრო გაიღებს.

გიორგი ბერუაშვილი 23 იანვარს, ლიკანში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, პატრულირებისას, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა, ბორჯომში მცხოვრებმა, 1977 წელს დაბადებულმა შალვა აბულაძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაჭრა. ლიკანში მომხდარი ინციდენტის დროს დაჭრილი მეორე პოლიციელის გიორგი მახარაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამჟამად ის აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადის მკურნალობას. შალვა აბულაძის დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ინტენსიურად მიმდინარეობს.