ადგილები სადაც ოცნებები სრულდება

ადგილები სადაც ოცნებები სრულდება

იქ ყველაზე სანუკვარი სურვილიც კი სრულდება! ყოველ შემთხვევაში, დედამიწაზე არის ადგილები, სადაც ადამიანები ამის რწმენით დადიან.

1. დელის სვეტი დელიში – მთლიანად რკინისგან გაკეთებული, შვიდმეტრიანი კოლონა. ამბობენ, რომ ის ჯანმრთელობის მომნიჭებელია. ადგილობრივებს სწამთ, რომ, თუ სნეული მას ზურგით მიეყრდნობა და ხელებს შემოხვევს, ყველა დაავადებისგან განიკურნება.

2. ლუქსორი – სწრაფმავალი ხოჭო (ეგვიპტეში): ძველეგვიპტელებს სწრაფმავალი ხოჭო წმიდა არსებად მიაჩნდათ. დღეს მის გრანიტის სტატუეტს განსაკუთრებით ბევრი მნახველი ჰყავს. თუ მას საათის ისრების საწინააღმდეგო მიმართულებით სამჯერ შემოუვლი – გამდიდრდები; თუ ცხრაჯერ – სიყვარულში გაგიმართლებს.

3. პარიზი – სიყვარულის კედელი: ფრაზა „მე შენ მიყვარხარ“ ამ კედელზე 311 ენაზეა დაწერილი, მათ შორის ჟესტების ენაზეც კი. კედლის ფართობი 40 კვადრატული მეტრია – საუკეთესო ფონი სიყვარულის ასახსნელად.

4. ჯულიეტას ქანდაკება ვერონაში (იტალია) – იმ სახლის ეზოში, სადაც ყველაზე ძლიერად შეყვარებული გოგონა ცხოვრობდა, მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან შეყვარებულები. სახლის აივნის ქვეშ კოცნა თქვენს სიყვარულს სამარადისოს გახდის. იმასაც კი გაუმართლებს სიყვარულში, ვისაც მანამდე არასოდეს გამართლებია.

5. „ჩიჟიკ-პიჟიკი“ სანკტ-პეტერბურგში – პაწაწინა ქანდაკების სიგრძე მხოლოდ 11 სანტიმეტრია, სამაგიეროდ, 5 კილოგრამს იწონის. ის ბრინჯაოსგან არის ჩამოსხმული, ზის შადრევნის ქვეშ და სანუკვარ სურვილს შეუსრულებს იმას, ვინც მოახერხებს და მონეტას პირდაპირ ფეხებთან დაუგდებს.

6. „ფულის მუხა“ – კუნძულ მარიზე (შოტლანდია): თუ ამ ხის ფესვებთან მონეტას ჩამარხავთ, გაგამდიდრებთ. ბედნიერი მუხის ფესვები დიდი ხანია, აივსო მონეტებით. მათ შორის ყველაზე ძველი 1828 წლითაა დათარიღებული.

7. „სურვილის თაღები“ – სტამბული: სოფიის ტაძარში, ჩრდილოეთის ნიშაში არის „მტირალი სვეტები“. სურვილი რომ ჩაიფიქრო, რიტუალი უნდა შეასრულო: ერთ-ერთი სვეტის ღრმულში საჩვენებელი თითი უნდა შეყო და 360 გრადუსით შემოატრიალო.