შსს-ს აკადემიაში, ჰოლანდიიდან მოწვეული ექსპერტი ალექსანდრე ბოუსემა „112“-ის თანამშრომლებისათვის ტრენინგს ატარებს. აღნიშნული ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ვიდეო ზარის საშუალებით „112“-თან დაკავშირების პროექტის ფარგლებში ტარდება. ჰოლანდიიდან მოწვეული ექსპერტი ალექსანდრე ბოუსემა, სამი დღის განმავლობაში, 112-ის თანამშრომლებსა და ჟესტების ენის მცოდნე ოპერატორებს ტრენინგს ჩაუტარებს პროექტის პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც გადაუდებელი დახმარების შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ვიდეო ზარის საშუალებით დაკავშირებას ითვალისწინებს. ტრენინგზე ასევე განიხილეს ეფექტური კომუნიკაციის წარმოების გზები სმენადაქვეითებულ პირებისთვის. ტრენინგის მონაწილეებს ალექსანდრე ბოუსემამ საერთაშორისო პრაქტიკა და ევროპაში არსებული მოდელები გაუზიარა. პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) ხელშეწყობით ხორციელდება.