არჩილ თალაკვაძის სინქრონი დავით ცინაროძესთან დაკავშირებით

არჩილ თალაკვაძის სინქრონი დავით ცინაროძესთან დაკავშირებით

„ცინარიძის საკითხი, როგორც ასეთი საკითხად არ არსებობს, როგორც დარეგისტრირებული. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებას საკმაოდ ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდა ამ შემთხვევასთან დაკავშირებით. დარჩენილია მხოლოდ ის, რომ გავასაჯაროოთ გენერალური ინსპექციის მოკვლევის შედეგები, რომელიც როგორც კი დასრულდება უახლოეს მომავალში აუცილებლად იქნება საზოგადოებისთის ხელმისაწვდომი. მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია გავარკვიოთ, როგორ მოხვდა ეს ინფორმაცია მესამე პირების ხელში, მაგრამ ეს არ არის ცინარიძის შემთხვევა ეს არის ამ ინფორმაციის დაცულობის საკითხი. რამდენადაც ვიცი ჯარიმები ამ ადამიანს აქვს გადახდილი არა ერთი და ასევე ვიცი, რომ ძალიან ბევრი მოქალაქე, რომელიც დაჯარიმებულია სხვადასხვა შემთხევებში არის მოვალეთა რეესტრში, მაგალითად იმის გამო, რომ ისინი ვერ იხდიან ამ გადასახადებს ან არ იხდიან ამ გადასახადებს. ასე რომ ამ შემთხვევაში ამ ერთი კონკრეტული მოქალაქის ამბავი ჩემი აზრით ვერ ჩაითვლება, რომ ის განსაკუთრებულად თავს არიდებდა გადასახადების გადახდას“.