როგორ უნდა “აღიზარდოს” მამაკაცი

როგორ უნდა “აღიზარდოს” მამაკაცი

როგორ უნდა აღიზარდოს მამაკაცი, რომ სიძლიერე მისი ხასიათის მთავარ პრიორიტეტად იქცეს? ამბობენ, თუ მამაკაცი ძლიერია, მას ეს ჩვილობიდანვე ეტყობა. დედები, როგორც წესი, განსაკუთრებულად და ძალიან დიდხანს არიან მიჯაჭვულები ბიჭებზე. უფრო მფარველობენ მათ, ვიდრე ზრდიან ისე, როგორც მამაკაცს შეეფერება. სხვათა შორის, ბიჭები გაცილებით გვიან იწყებენ საკუთარი ხელით ჩაცმას, ვიდრე გოგონები. 3 წლის გოგონას თავისუფლად შეუძლია, ტანსაცმელი ჩაიცვას, მაშინ, როცა ამ ასაკის ბიჭს ისევ დედა აცმევს. ძალიან არ მოსწონს დედას, როცა მამაკაცები უხეშობენ. ამიტომ, ცდილობს, თავისი ვაჟიშვილი ამ ყველაფერს მოარიდოს. მაგრამ, განა რამდენ ხანს დაიცავს და „შეფუთავს“? მისი ბიჭუნა მოსასმენს მაინც მოისმენს და გასაგებს მაინც გაიგონებს. მთავარია, ისწავლოს, როდის რა თქვას და რატომ თქვას.

ძლიერი მამაკაცი არასდროს ყვირის – საკუთარი პრინციპებისა და აზრის დასამკვიდრებლად ეს ნამდვილად არ სჭირდება.

ზოგჯერ ძლიერი მამაკაციც ტირის, მაგრამ, მისი ცრემლი განსაკუთრებით ღირებულია, რადგან, არ წუწუნებს და არ ცდილობს, საკუთარი პრობლემა სხვას თავს მოახვიოს.

ძლიერი მამაკაცი არ იგინება ქალის თანდასწრებით და, საერთოდაც, ძალიან იშვიათად იგინება. გარდა ამისა, ის ღირსეულია და სამართლიანი.

ძლიერი მამაკაცი ერთგულია უპირველესად საკუთარი თავის, მერე კი იმ ადამიანების, რომლებიც გვერდით ჰყავს; სრულად იღებს პასუხისმგებლობას და არ ეშინია, ცხოვრებას შიშველი ხელებით შეეჭიდოს.

ძლიერ მამაკაცს მოსწონს მამაკაცთა საზოგადოება და აინტერესებს ქალბატონების საზოგადოებაც, სადაც მოწიწებით და ღირსეულად იქცევა... – ერთი სიტყვით, ძლიერი მამაკაცი ყოველთვის ყველაფერში გაგრძნობინებთ, რომ ის ძლიერია, მთავარია, ასეთი მამაკაცი იპოვოთ.