ხორცს დაჭრით პატარა ნაჭრებად და შებრაწავთ ზეთში, გადმოიღეთ ტაფიდან რაიმე დიდ ჭურჭელში. იმავე ქვაბში ხორცის შემდეგ ჩაუშვით დარჩეული ხახვი. შებრაწვის შემდეგ, ეს ხახვიც ამოიღეთ ქვაბიდან.
შემდეგ ჩაუშვით წვრილად დაჭრილი თავი ხახვი ქვაბში და როცა ჩარბილდება ჩაასხით ტომა-პასტა და წვრილად დაჭრილი პამიდორი, აცალეთ ორიოდე წუთიც და ქვაბში ჩააბრუნეთ ხორცი და მთელ-მთელად შებრაწული ხახვიც.
კარგად მოურიეთ, ჩაამატეთ საკმაზი, ჩაასხით ძმარი და იმდენი ღვინო, რომ ხორცი 2 სმ-ზე დაფაროს. ჩაუწიეთ ცეცხლს და აცალეთ ჩათუშვა 40-იოდე წუთი, ან სანამ კარგად არ ჩარბილდება ხორცი, პერიოდულად მოურიეთ. სულ ბოლოს ისევ გასინჯეთ და შეამატეთ თუ მარილ-პილპილი ან ძმარი და სიმჟავე აკლია.
ინგრედიენტები:
საქონლის ხორცი, ნაკლებ-ცხიმიანი -1 კგ,
პატარა ხახვი (შეილოტი) - 500 გრ,
ჩვეულებრივი ხახვი - 1 დიდი თავი,
პამიდორი - 400 გრ,
ტომატ-პასტა - 2 სადილის კოვზი,
თეთრი მშრალი ღვინო - 500 მლ.ლ,
ძმარი - 1 სადილის კოვზი,
დაფნის ფოთლები - 3 ცალი,
მარილი,
წიწაკა,
მიხაკი - 4 ცალი,
დარიჩინი - 1 ღერო,
ზეითუნის ზეთი - 2 სადილის კოვზი.
მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: ალადასტური.