რეკორდსმენები მხოლოდ ადამიანებში არ არსებობენ, არამედ ცხოველთა სამყაროშიც მრავლადაა.
სირბილში რეკორდი ლეოპარდს აქვს დამყარებული. მოკლე დისტანციაზე ის 100 კილომეტრ/საათში ანვითარებს. მაგრამ მაინც ვერ ეწევა ანტილოპას, რადგან სწრაფად იღლება ანუ, მარათონულ დისტანციებზე ლეოპარდი ანტილოპასთან მარცხდება. ანტილოპა საათში 65 კილომეტრის სიჩქარით გარბის, თანაც 6 კილომეტრზე.
ფაუნის ყველაზე, ყველაზე სწრაფია შევარდენი საპსანი. მას შეუძლია, საათში 322 კილომეტრი განავითაროს. შეჯახებისა და ნისკარტის ჩარტყმის სიმძლავრე კი ისეთია, რომ ზოგჯერ მსხვერპლს თავიც სწყდება.
მწერებს შორის ყველაზე სწრაფია ამერიკული ტარაკანი, რომელსაც წამში იმაზე 50-ჯერ გრძელი დისტანციის გარბენა შეუძლია, ვიდრე მისი საკუთარი სხეულია. თუმცა, საერთო ჯამში, ტარაკანის სიჩქარე არც ისე დიდია – სულ რაღაც 4-5 კილომეტრი საათში.