ჟურნალ Rolling Stone-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვით, ჯგუფ The who-ს ყოფილი წევრი ჯონ ენტვისტლი ყველა დროის საუკეთესო ბას-გიტარისტად აღიარეს. განსაკუთრებით აღინიშნა, მუსიკოსის მიერ 1965 წელს შესრულებული სოლო, სიმღერიდან " My Generation". ენტვისტლი ჯგუფში დაარსების დღიდან უკრავდა. The who 1964 წელს დაარსდა. მუსიკოსი 2002 წელს 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. ენტვისტლის გარდაცვალების შემდეგ ჯგუფმა გაგრძელა შემოქმედებითი საქმიანობა.
სიის მეორე ადგილზე ჯგუფ Red Hot Chili Peppers-ის ბასგიტარისტი ფლი აღმოჩნდა (ნამდვილი სახელი მაიკლ ბალზარი). მუსიკოსი მრავალ სხვა შემსრულებლებთანაც მუშაობს. კერძოდ, ტომ იორკოსა და რადიოჰეად-ის პროდიუსერ ნაიჯ გოდრიჩთან ერთად 2009 წელს Atoms For Peace პროექტი ჩამოაყალიბა.
მესამე ადგილზე პოლ მაკკარტნია. მათ გარდა, პირველ ხუთეულში მოხვდნენ ჯგუფ Rush-ის კანადელი ბასისტი გედდი ლი და ჯგუფ Primus - ის ბას გიტარისტი ლეს კლეიპული. მეექვსე-მეათე ადგილები დაიკავეს ჯონ პოლ ჯონსმა (led Zeppelin), ჯაკო პასტორიუსი, ჯეკ ბრიუსი (ორივეGream), კლიფფ ბერტონი (Metallika) და ვიქტორ ვუტენი.