გამომცემლობა The Aart Newspaper -მა 2010 წლის საგამოფენო შედეგები შეაჯამა. გაზეთის მონაცემებით, მსოფლიოში ამ პერიოდის ყველაზე წარმატებული XVI საუკუნის იაპონელი მხატვრის, ხასეგავა ტოხაკუს ნამუშევრების გამოფენა იყო, რომელიც ტოკიოს ნაციონალურ მუზეუმში ჩატარდა. გამოფენას დღეში საშუალოდ 12116 დამთვალიერებელი ჰყავდა.
ამდენად, მუზეუმმა 2000 ადამიანით გადააჭარბა 2007 წელს ლეონარდოს ნამუშევრების გამოფენის დროს დამყარებულ რეკორდს. კიოტოში გამართული ტოხაკუს გამოფენა რეიტინგით მეოთხე ადგილზეა (დღეში 9098 ადამიანი).
პირველ ხუთეულში იაპონიაში ოთხი და აშშ-ში გამართული ერთი გამოფენა ("ლინკოლნის მემორიალური შედევრი", ვაშინგტონის ხელოვნების ნაციონალური მუზეუმი - დღეში 9290 დამთვალიერებელი.) აღმოჩნდა. მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მუზეუმი "ლუვრი" აღმოჩნდა (8,5 მილიონი დამთვალიერებელი წელიწადში).