შსს-მ დიდი ოდენობით „ექსტაზი“ ამოიღო

შსს-მ დიდი ოდენობით „ექსტაზი“ ამოიღო

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს მეთერთმეტე განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1957 წელს დაბადებული, თურქეთის მოქალაქე ჯენგიზ ქ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში, აწყურის ქუჩაზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 28 აბი „ექსტაზი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,8558 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება 3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს შეიცავს.

ნარკოლოგიური შემოწმებით დაკავებულს მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).