საინტერესო ცნობები... კბილების შესახებ

საინტერესო ცნობები... კბილების შესახებ

სტომატოლოგიის განვითარების ეპოქაში, მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებში კბილების პროთეზირებისთვის ყველაზე პოპულარული მასალა იყო ბრძოლის ველზე დაღუპული ჯარისკაცის კბილები. განსაკუთრებული ხარისხიანობისთვის ისტორიაში შევიდა „ბრენდი“ – „ვატერლოოს კბილები“. საქმე ის იყო, რომ ვატერლოოს ბრძოლაში ძალიან ბევრი ახალგაზრდა ჯარისკაცი დაიღუპა სრულიად ჯანსაღი კბილებით.

მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული კბილის პასტა 50 000 ევრო ღირს. ის კომპანია „ელიერ კოსმეტიკსის“ მესვეურებმა შექმნეს სპეციალურად ინგლისის დედოფლისთვის. მისი შემადგენლობა მკაცრად გასაიდუმლოებულია. კომპანიაში ამტკიცებენ, რომ კბილის პასტა თავისი შემადგენლობით უნიკალურია და ერთადერთი.

ლეგენდის მიხედვით, ბუდას 40 კბილი ჰქონდა, პირველ ადამიანს, ადამს – 30.

ჩვეულებრივ, ადამიანს კბილები ორჯერ ამოსდის. პირველად 20 სარძევე კბილი, ხოლო მათი მოცვლის მერე – 32. სახელწოდება „სარძევე კბილების“ ავტორია ჰიპოკრატე. ის დარწმუნებული იყო, რომ ბავშვის კბილების ფორმირება დედის რძისგან ხდებოდა.

უცნაურია, მაგრამ ახლახან მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ კაკაოს ფხვნილი, რომელიც შოკოლადის შემადგენლობაში შედის, შეიცავს კარიესის შემაფერხებელ ნივთიერებას.

პირველი ელექტრო კბილის ჯაგრისი მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ შვეიცარიაში დააპატენტეს. ახალ გამოგონებას ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა, მაგრამ საზოგადოების მხარდაჭერა მაინც მოიპოვა. ამჟამად მთელი მსოფლიოს მოსახლეობის 12 პროცენტი ელექტრო კბილის ჯაგრისს იყენებს.

ლოკოკინას 25 000 კბილი აქვს.

კბილებისთვის ყველაზე სახიფათო სპორტი ჰოკეია. პროფესიონალი მოთამაშეების 86 პროცენტს მოედანზე ერთი კბილი მაინც აქვს დაკარგული.

ძველ რომში წარჩინებულებს კბილების გამსუფთავებლად ცალკე მონები ჰყავდათ.

კბილი ადამიანის ორგანიზმის ერთადერთი ნაწილია, რომელსაც თვითაღდგენა არ შეუძლია.