რა აღიზიანებთ მამაკაცებს

რა აღიზიანებთ მამაკაცებს

ამბობენ, რომ მამაკაცებს ქალებთან დაკავშირებით ინდივიდუალური, საკუთარი ხედვა აქვთ. ბევრ რამეს საერთოდ ვერ იგებენ და წუწუნებენ, რომ ქალი ასუცნობიანი განტოლებაა. პრინციპში, ამაში ცუდი არაფერია – იყვნენ გაოცებულები და დაინტრიგებულები, მაგრამ პრობლემა ის არის, რასაც ვერ იგებენ – აღიზიანებთ.

მაგალითად, მამაკაცებს უჭირთ გაიგონ და აღიზიანებთ:

გრძელი ფრჩხილები. რატომ უნდა გაიზარდო იმსიგრძე ფრჩხილი, რომ მოგტყდეს? ეს ხომ ისეთი არაკომფორტული და მოუხერხებელია. განა არის ამაში რამე ლამაზი?!

რატომ ურჩევნიათ ქალებს, მოისმინონ საკუთარ გარეგნობაზე სასიამოვნო ტყუილი? მაშინ, როცა აბრაზებთ სრულიად უწყინარი სიმართლე. მაგალითად, ასეთი: ძვირფასო, ეგ კაბა საერთოდ არ გიხდება. მოკლე ფეხებს გიჩენს.

რატომ არ შეუძლია ქალს უბრალოდ თქვას „არა“! ამ ერთი მარტივი სიტყვის თქმას, რატომ ურჩევნია ნახევარსაათიანი, მიკიბ-მოკიბული ლაპარაკი?!

რატომ ტრანსფორმირდებიან სიყვარულში?! შეყვარებული ქალები რატომ ივიწყებენ, რომ პიროვნებები, ინდივიდები არიან – აქვთ საკუთარი გზა, არჩევნის თავისუფლება და მიზანი.