როგორ გავაოცოთ მეუღლე

როგორ გავაოცოთ მეუღლე

მამაკაცებსაც უყვართ სიურპრიზები, მთავარია, სწორად მიხვდეთ, რა გაუხარდება – კაცებს ხომ ცოტა სხვანაირი წარმოდგენა აქვთ სიხარულზეც, სიურპრიზზეც და, ზოგადად, ურთიერთობაზე...

1. უყვარს ფეხბურთი? მაშინ, ჩუმად უყიდეთ ორი ბილეთი უახლოეს მატჩზე. უთხარით, რომ თქვენც მიდიხართ მასთან ერთად და მზად ხართ, მერე ლუდიც კი დალიოთ. ამ სიურპრიზს ქმარი აუცილებლად დააფასებს.

2. თუ მეუღლე თეატრის მოყვარულია, მას აუცილებლად გაახარებს ორი ბილეთი კარგ სპექტაკლზე. შეარჩიეთ წარმოდგენა, რომელიც ემოციური, ღრმა და თანამედროვე შინაარსის იქნება.

3. მოუმზადეთ საყვარელი კერძი ან ნუგბარი – კაცების უმრავლესობას უყვარს გემრიელად ჭამა. კერძი ლამაზად გააფორმეთ და აცადეთ, ისე მიირთვას, როგორც თვითონ მოუხერხდება – შენიშვნების გარეშე, სრული სიამოვნების მისაღებად.

4. უბრალოდ, მოეფერეთ – მიეხუტეთ და გაჩუმდით. მამაკაცები აფასებენ ცოლის მცდელობას, შეუქმნას მას მყუდრო, კომფორტული გარემო, ზედმეტად არ შეაწუხოს და შეკითხვებით გული არ გაუწყალოს – ეს კაცისთვის საუკეთესო სიურპრიზი იქნება!