ყველაზე მომხიბვლელი ჩოგბურთელი ქალები

ყველაზე მომხიბვლელი ჩოგბურთელი ქალები

მარია შარაპოვა (რუსეთი)

მარია შარაპოვას ტიტულებისა და გამარჯვებების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მარია მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი სპორტსმენი ქალია, გარდა ამისა, იგი ელეგანტურად ჩაცმის მოყვარულია და ბევრისთვის ქალური სილამაზის ეტალონად ითვლება.

საბინა ლისიცკი (გერმანია)

პოლონური წარმოშობის გერმანელი ორჯერ იყო უიმბლდონის ფინალისტი, თუმცა ტიტულის მოგება ვერ მოახერხა. სპორტულ წარმატებასთან ერთად, საბინა ბუნებრივი სილამაზითაც გამოირჩევა, რასაც ის დახვეწილ ჩაცმულობას უთავსებს.

მარია კირილენკო (რუსეთი)

ხანგრძლივი დროის განმავლობაში მაშა კირილენკოს „მეორე კურნიკოვას” უწოდებდნენ, თუმცა, მარია თავის წინამორბედზე გაცილებით წარმატებული სპორტსმენი გამოდგა. ამასთან, კირილენკო არც სილამაზით ჩამოუვარდება ანა კურნიკოვას და ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ სპორტსმენ ქალად ითვლება რუსეთში.

დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკეთი)

180 სანტიმეტრი სიმაღლის დანიელა ჰანტუხოვა ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და მაღალ ჩოგბურთელ ქალად ითვლება. ამბობენ, რომ არა ჩოგბურთი, შესაძლოა, დანიელა არანაკლებ ცნობილი მოდელი ყოფილიყო, თუმცა, მოდელობასა და პოზირებას დანიელა აქტიურ სპორტს სავსებით წარმატებით უთავსებს, რასაც მისი არაერთი პიკანტური ფოტოსესია მოწმობს.

კაროლინ ვოზნიაცკი (დანია)

დანიელი ლამაზმანი კაროლინ ვოზნიაცკი, გარდა იმისა, რომ წარმატებული სპორტსმენია, ასევე, წარმატებული მოდელიც გახლავთ. კაროლინი არაერთი ბრენდის სარეკლამო სახეა და სარეკლამო ბანერებზე მშვენივრად გამოიყურება.

ანა ივანოვიჩი (სერბეთი)

სერბი ანა ივანოვიჩი პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ სპორტსმენ ქალად ითვლება. ანა მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელი ქალების ათეულში შედის და, ამასთან ერთად, სპორტის ამ სახეობის თანამედროვე სექს-სიმბოლოდაც მიიჩნევა.