„ვეჭვობ, გამოძიება ბევრი მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას არ აპირებს“

„ვეჭვობ, გამოძიება ბევრი მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას არ აპირებს“

კიდევ ერთი გახმაურებული მკვლელობა, რომელზე გამოძიებას პასუხი ამ დრომდე არ აქვს, ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობაა. საქმეზე გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს, თუმცა საბოლოო დასკვნამე ვერ მიდის. ყოფილი დიპლომატის ძმა, ზურაბ კიწმარიშვილი და ადვოკატი დღეს თბილისის პროკურატურაში საქმის გამომძიებელს შეხვდებიან. ზურაბ კიწმარიშვილის განცხადებით, თუ გამოძიება ვერაფერ ახალს ვერ მოიპოვებს, მაშინ უნდა გასაჯაროვდეს ის დასკვნები, რაც გამოძიებას აქვს.

რა ახალი გარემოება გამოიკვეთა ეროსი კიწმარიშვილის საქმეში, ამ საკითხზე for.ge ზურაბ კიწმარიშვილს ესაუბრა.

ბატონო ზურაბ, რამდენად ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, რატომ ვერ ამბობს გამოძიება საქმის მნიშვნელოვან დეტალებს?

- სამწუხაროდ, ეს საქმე ამ ეტაპამდე გაუხსენელია. გამოძიებასთან გვაქვს მუდმივი კონტაქტი და ამ პროცესში პატარ-პატარა დეტალებს ვპოულობთ, რომლის უფრო გულდასმით და ბოლომდე გარკვევას ვცდილობთ გამოძიებასთან ერთად. შემიძლია გითხრათ, რომ ამ ეტაპზე არის გაურკვეველი დეტალები და სწორედ დღევანდელი შეხვედრის მიზეზიც ის არის, რომ ვნახოთ რა დამატებითი ინფორმააცია მოიპოვა გამოძიებამ ამ კუთხით.

ეს დეტალები საქმის გახსნისთვის რამდენად მნიშვნელოვანია?

- საკამოდ საინტერესო დეტალებია, მაგრამ ის მომენტი არაა, რომ ამ დეტალების სწრაფად გარკვევის შემთხვევაში საქმე გაიხსნება.

რატომ ვერ მიდის გამოძიება ბოლომდე? ჩვენ ვხედავთ, რომ შვიდი თვის განმავლობაშ გამოძიებამ ვერ გამოკვეთა ეს იყო მკვლელობა თუ თვითმკვლელობა, მიუხედავად იმისა, რომ ცხელ კვალზე მოხდა ადგილზე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება...

- ვისურვებდი, რომ უფრო მასშტაბურად მომხდარიყო გამოძიება. ცხელ კვალზე ბევრი რამე გაკეთდა, მაგრამ მერე ვნახე, რომ ბევრი რამ შეიძლებოდა კიდევ გაკეთებულიყო. ამასთან დაკავშირებით ყოველთვის გვქონდა ჩვენ კონსულტაციები გამოძიებასთან. შეიძლება ისეთ დანაშაულთან გვქონდეს საქმე, რომელსაც გამოძიების ეს რესურსი ძნელად ერევა.

ამ ეტაპზე გამოძიების ხელთარსებული მასალების მიხედვით თუ შეგიძლიათ გვითხრათ, ეს არის მკვლელობა თუ თვითმკვლელობა?

- ველოდები როდის დაასრულებენ მუშაობას, საგამოძიებო მოქმედებებს და გავლენ ბოლოში. როცა დავინახავთ, რომ გამოძიება ვეღარაფერ ახალს ვერ მოიპოვებს, მაშინ უნდა გასაჯაროვდეს ის დასკვნები, რაც გამოძიებას აქვს. ალბათ, არც ისე დიდი ხნის შემდეგ, ეს დასკვნები დაიდება და გასაჯაროვდება. ვაკვირდები რა გამოძიების მოქმედებებს რომელსაც ისინი აკეთებენ და გეგმავენ რომ გააკეთონ, ეჭვი მაქვს გამოძიება ბევრი მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას არ აპირებს.

თუკი პროკურატურამ არ დაისახა მიზნად დამატებით სხვა მიმართულებით ძიება, ვიღაცეების დაკითხვა და ა.შ. სამწუხაროდ, ბევრი დეტალი პასუხგაუცემელი დარჩება. არის დეტალები, რომელზე დაყრდნობით ამას გეუბნებით, მაგრამ სამწუხაროდ, ამ დეტალებს ვერ გეუბნებით საქმის გამოძიებიდან გამომდინარე. ამიტომ მიწევს ზოგადი საუბარი. ამ ეტაპზე ვხედავ, რომ სამწუხაროდ, გამოძიება საქმის გახსნასთან ახლოს არ არის.

115- მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, რაც გულისხმობს თვითმკვლელობამდე მიყვანას, თუმცა, თქვენ თვლით, რომ ეს მკვლელობაა, იგივეს აცხადებს დაცვა. მიუხედავად იმისა, რომ მუხლი გადაკვალიფიცრებული არაა, მკვლელობის ვერსიაზე თუ მუშაობს გამოძიება?

- ის ამოცანები, რომელიც ჩვენ ერთობლივად დავსახეთ, რა თქმა უნდა, მოიცავს ამ მიმართულებას, ანუ მკვლელობას, რაც ასევე გულისხმობს ამ მიმართულებით კვლევა-ძიებას. გამოძიება ჩვენს ჩართვამდე ამბობდა, რომ ისინი ყველა ვერსიაზე მუშაობენ. რაც ამ ეტაპზე კეთდება გახლავთ ის, რომ ვეძებთ დანაშაულის კვალს.