რისთვის სჭირდებათ ქალებს... მამაკაცი?

რისთვის სჭირდებათ ქალებს... მამაკაცი?

რისთვის ჭირდებთა ქალებს, მაგალითად, მამაკაცი?! სერიოზული და საკმაოდ რთული კითხვაა.

სულ ტყუილუბრალოდ გეღიმებათ. თუ ამ შეკითხვას შესაფერის პასუხს მოუძებნით, მაშინ სქესთა შორის ჰარმონიასაც მიაღწევთ. მოულოდნელი არ იქნება, თუ გეტყვით მთავარს: მამაკაცი ქალს სჭირდება იმისთვის, რომ უყვარდეს, ზრუნავდეს მასზე, ეფერებოდეს და საჩუქრებით ანებივრებდეს... არც ერთმა ქალმა არ თქვას, რომ ამ ყველაფრის გარეშეც სასურველია მისთვის მამაკაცი.

გასაგებია, რომ ზოგს სიმარტოვე აწუხებს და კაცი სიცარიელის შესავსებად სჭირდება, ზოგსაც – შვილის გასაჩენად, თორემ, სახლში ლურსმანს ყველა მიაჭედებს და, თუ გაჭირდა, ონკანსაც კი შეაკეთებს.

ხშირად ჰკითხეთ საკუთარ თავს – რისთვის გჭირდებათ ის კონკრეტული მამაკაცი, რომელიც ახლა გვერდით გყავთ, ხოლო, თუ არ გყავთ, მაშინ, რისთვის დაგჭირდებათ მომავალში?

პასუხი ამ შეკითხვაზე აუცილებლად გულწრფელი უნდა იყოს, რათა ჯერ საკუთარ გრძნობებსა და ემოციებში გაერკვიოთ, ჩამოაყალიბოთ, რა გინდათ რეალურად, მერე კი მამაკაცსაც გაუგოთ.

სამწუხაროდ, ქალებისა და გოგონების უმრავლესობა საჭიროდ არ მიიჩნევს ამის გაკეთებას, რადგან, არც იციან, რომ აუცილებელია, გასცე პასუხი შეკითხვაზე: მართლაცდა, რისთვის მჭირდება მამაკაცი?