ქალის ხასიათს ჩანთის მიხედვით გამოიცნობთ

ქალის ხასიათს ჩანთის მიხედვით გამოიცნობთ

იტალიელი მამაკაცები და ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ქალის ჩანთას ყველაზე დიდი ინფორმაციის მიწოდება შეუძლია თავის პატრონზე. ფორმასაც მნიშვნელობა აქვს და შიგნით მოთავსებულ ნივთებსაც. თავის დროზე, ზიგმუნდ ფროიდი ამტკიცებდა, რომ მშვენიერი სქესი ქვეცნობიერად აიგივებს ჩანთას და ეს მისი ასოციაციაა სხეულის ინტიმურ ადგილებთანო. „მამიკო“ ფროიდი, მგონი, აჭარბებდა, თუმცა, ქალისთვის ჩანთას მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს.

თუ ახალგაცნობილ ან დიდი ხნის ნაცნობ მამაკაცთან საუბრის დროს ქალმა მოულოდნელად ჩანთაში ქექვა დაიწყო, ესე იგი, მოსაუბრე მოსწყინდა და, ერთი სული აქვს, მოშორდეს მას.

თუ ქალს ჩანთა ძალიან დემონსტრაციულად უკავია, ესე იგი, ის ძალიან თავდაჯერებულია და მიდის შეხვედრაზე, რომლისგანაც სიამოვნებასა და კმაყოფილებას ელის.

თუ ქალი თავის ხელჩანთას ახალგაცნობილი მამაკაცის სიახლოვეს დადებს, ან სთხოვს, ცოტა ხნით მაინც დაუკავოს, ესე იგი, ეს მამაკაცი მოსწონს.

თუ ქალი ხშირად იცვლის ხელჩანთებს, ესე იგი, პრობლემა აქვს საკუთარ პიროვნებასთან, კონფლიქტშია შინაგან „მესთან“.

მომცრო ზომის ჩანთები მოსწონთ რაციონალურ, ეკონომიურ, ანგარიშიან ქალებს.

საშუალო ზომის ჩანთებს ანიჭებენ უპირატესობას რეალისტი, ჯანსაღი თვითშეფასების, სტაბილურობის მოყვარული ქალები.

დიდი ზომის ჩანთები მოსწონთ ქალებს, რომლებიც მიდრეკილები არიან სტრესისკენ, აქვთ დაუცველობის განცდა და უნდათ, სოციუმში რაც შეიძლება მეტად შესამჩნევები იყვნენ.

როცა ქალი თავისი ცხოვრების სტილს იცვლის, იცვლის ჩანთის ზომასაც...