ჩოგბურთელი ქალები ყველაზე „ხმამაღლა ყვირიან“

ჩოგბურთელი ქალები ყველაზე „ხმამაღლა ყვირიან“

ძალიან საინტერესოა ინფორმაცია ხმების შესახებ – დიახ, სწორედ ხმების, რადგან სმენას და ხმოვან სიგნალებს ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ჩვენს ცხოვრებაში.

მიჩნეულია, რომ ყველაზე დიდი და ძლიერი ხმა აქვს ინდურ ფარშევანგს. მისი გაგონება რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებითაც შეიძლება. სხვათა შორის, ფარშევანგი შესანიშნავად ასრულებს მოდარაჯე ძაღლის მოვალეობასაც.

ადამიანებს მხოლოდ 5 პროცენტს აქვს ბუნებრივად თანდაყოლილი ისეთი სასიამოვნო ხმა, რომელიც მისაღებია ყველასთვის. დანარჩენებს ისღა დარჩენიათ, მეტი იმუშაონ საკუთარი ხმის ტემბრზე და გახადონ ის უფრო სასიამოვნოდ აღსაქმელი.

იდეალური საუბრის ტემპია წუთში 125-150 სიტყვის წარმოთქმა.

მამაკაცის ხმის საშუალო ტემბრი 120 გეგა ჰერცია, ქალისა გაცილებით მაღალია – 210. ამ შემთხვევაში, ბუნება აშკარად ქალის მხარესაა. თუმცა, რაც უფრო დაბალია ხმის ტემბრი, მით კომპეტენტური გეჩვენება მოსაუბრე.

კორტებზე თამაშისას ჩოგბურთელი ქალი საშუალოდ 101,2 დეციბალის სიძლიერით ყვირის. ეს დაახლოვებით პოლიციის სირენის ტოლფასია.