საკუთარი იმიჯისა და განსაკუთრებით ვარცხნილობის დაუსრულებელი ექსპერიმენტების გამო ლედი გაგას გამელოტება დაეწყო.
ამას თავადაც ადასტურებს, თუმცა ამის გამო კომპლექსები არ აწუხებს.
ახლახან ნიუ-იორკის ერთ-ერთი სტუდიიდან გამოსვლისას პაპარაცებმა უცნაურად ჩაცმული მომღერალი ხელში საკუთარი თმის ბღუჯით გადაიღეს.
სუპერვარსკვლავი არ დაიბნა და გაოცებული ფოტოგრაფების თვალწინ ბღუჯა "სახსოვრად" ერთ-ერთ "ბედნიერ" ფანატს აჩუქა.