ღალატი ციფრებში...

ღალატი ციფრებში...

ღალატი ციფრებშიც გამოიხატება. არ გჯერათ? ფიქრობთ, რომ საქმე ადამიანის ბუნებასა და ხასიათშია?! რა თქმა უნდა, არც უამისობაა, მაგრამ, რაღაც სტატისტიკაც ხომ არსებობს? 

მაგალითად, 50-60 წლის მამაკაცების უმრავლესობა (იშვიათად – ქალებიც) იწყებს ფიქრს იმაზე, რომ მათი ცხოვრების მესამედი უკვე გავიდა. მართალია, ჰქონდათ რომანები ოჯახის გარეთ, მაგრამ, ამან ბედნიერება არ მოუტანა. სხვათა შორის, სინდისი მოღალატე მამაკაცებსაც აწუხებთ (განსაკუთრებით იმათ, ვისაც ცოლებმა თავის დროზე აპატიეს დანაშაული) და ერთგულად ატარებენ მეუღლის მძიმე უღელს.

მამაკაცებისთვის ყველაზე კრიტიკული ასაკია 35-40 წელი, პლუს-მინუს ორი წელი სათვალავში ჩასაგდები არ არის. მოკლედ, ცოლებმა უნდა იცოდნენ, რომ მძიმე დღეები ელით. ყველას არ ეხება, რა თქმა უნდა, მაგრამ, ქმრების უმრავლესობა, განსაკუთრებით ამ პერიოდში ეძებს „რელაქსაციას“, რაც, სამწუხაროდ, სკანდალების გარეშე არ ჩაივლის ხოლმე და, არცთუ იშვიათად, განქორწინებითაც მთავრდება.

მართალია თუ არა ეს, მოღალატე მამაკაცებს უნდა ჰკითხოთ, რომელთა  42 პროცენტი ამტკიცებს, იმიტომ ვუღალატე, რომ თავს სასურველად აღარ ვგრძნობდიო. პრინციპში, ეს არგუმენტი მოღალატე ქალებს უფრო შეეფერებათ.

ღალატის შემდეგ სინდისის ქენჯნას გრძნობს მოღალატე ცოლების 50 პროცენტი და მოღალატე ქმრების 40 პროცენტი, დანარჩენები კი ფიქრობენ, რომ ეს პარტნიორის ბრალი იყო.

საყურადღებო დეტალი: მოღალატე ცოლებისა და ქმრების 49 პროცენტი ერთხელ ჩადენილი ღალატის შემდეგ ნანობენ თავიანთ საქციელს და ცდილობენ, აღარ გაიმეორონ იგივე,  თუმცა, კაცების მხოლოდ 22 და ქალების 15 პროცენტი მაინც განაგრძობს პარტნიორებისთვის რქების დადგმას.