მამაკაცის ხასიათი... საჩუქრის მიხედვით

მამაკაცის ხასიათი... საჩუქრის მიხედვით

სუნამო... ფოტოსურათი... ნახატი... შარფი... თუ მამაკაცს თქვენთვის საჩუქრის ყიდვა უყვარს, ეს უკვე პლუსია. ხოლო, თუ ეს საჩუქარი კარგადაც არის შერჩეული – ესე იგი, გაგიმართლათ. ისე კი, საჩუქრის მიხედვით მამაკაცის ხასიათის ამოცნობაც შეიძლება:

კრეატიული მამაკაცი ცდილობს, მისი საჩუქარი განსაკუთრებულად ორიგინალური იყოს. აუცილებლად გაოცდებით და იფიქრებთ, ასეთი აზრი თავში როგორ მოუვიდაო. ამ ტიპის მამაკაცი ხშირად გაგაოგნებთ, თუმცა, ალბათ, სასიამოვნოა, როცა კაცი ბევრს ფიქრობს იმაზე, რა გაჩუქოთ. ნუ დაიშურებთ აპლოდისმენტებს.

მობილურისთვის „ბრელოკი“, შოკოლადების ნაკრები, ფისუნიას მსგავსი საფულე და ექსტრავაგანტური სამაჯური... – ასეთ საჩუქრებს ბუნებით მხიარული და მსუბუქი ხასიათის მამაკაცები ყიდულობენ. მათ გულწრფელად უნდათ, რომ გაგახარონ – ეს უკვე პოზიტივია. მართალია, ასეთი კავალერი დღევანდელი დღით ცხოვრობს, მაგრამ, ტრაგედიას ამისგან ნუ შექმნით, რაც მთავარია, ძუნწი არ არის, მომავალზე ფიქრს კი ერთად ისწავლით.

ზუსტად იცით, რომ ახალ წელს სუნამოს გაჩუქებენ, 8 მარტს – ყვავილების უზარმაზარ თაიგულს, დაბადების დღეზე – შამპანურს... ცხადია, მოსაწყენია – არავითარი სიურპრიზი, ყველაფერი წინასწარ არის ცნობილი. აბა, დაფიქრდით, რითია ეს ცუდი, სიურპრიზი ხომ უსიამოვნოც შეიძლება იყოს?!

მან ზუსტად იცის, ვის რა აჩუქოს და როდის, მაგრამ, ხშირად არ არის გულწრფელი და, სხვათა შორის, არც უანგარო. თუ ცოლად გაჰყვებით, ყოველთვის იცოდეთ, რომ უნდა დაიმსახუროთ საჩუქრები, რაც ადვილი არ იქნება. ის არც რომანტიკოსია, პირიქით, მეორე ასეთი პრაქტიკული მამაკაცის პოვნა ძალიან ძნელია.