შეიტანეთ რაციონში ხორბალი და მცირე დოზით არაყი

შეიტანეთ რაციონში ხორბალი და მცირე დოზით არაყი

მარცვლოვანი კულტურები ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, ვიტამინებს, ფერმენტებს, ბუნებრივ სტიმულატორებს შეიცავენ, რომლებიც ააქტიურებენ უჯრედების ზრდას. ისინი მდიდარია მცენარეული ცილებით, ნახშირწყლებით, ცხიმებითა და უჯრედისით.

კარგად გარეცხილი და გარჩეული 50 გრამი ხორბალი ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით წყალი ისე, რომ დაიფაროს. დაახურეთ თავსახური და დადგით თბილ ადგილას 24 საათის განმავლობაში. მარცვალი რომ გაღვივდება, წყალი გადაღვარეთ, მარცვლები გააშრეთ, დაფქვით და გადაწურეთ. დაამატეთ შაქარი ან მარილი გემოვნებით, ასევე, შეგიძლიათ გემოვნების მიხედვით დაუმატოთ დაჭრილი ვაშლი, ბანანი, მსხალი, გარგარი, ქიშმიში და ისე მიირთვათ. ასეთი სახით მიღებული საკვები დანამატი ადამიანის ორგანიზმს გაჯანსაღებაში უწყობს ხელს.

სასარგებლოა გარკვეული ალკოჰოლიანი სასმლის მცირე დოზით მიღება. სამკურნალო თვისებები აქვს ღვინოს, ლუდსა და არაყს. მცირე დოზით მიღებული არაყი ააქტიურებს ორგანიზმს, აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, განაპირობებს ორგანიზმის ყველა ორგანოს სისხლით მომარაგებას, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, ხსნის ორგანიზმში ნერვულ დაძაბულობას, ამაღლებს გუნება-განწყობას. ასევე, დაბლა სწევს ქოლესტერინის დონეს.