რამდენიმე რჩევა ნაბახუსევზე

რამდენიმე რჩევა ნაბახუსევზე

ქეიფის მეორე დღეს, გაღვიძებისთანავე, წყალს ვეწაფებით, რადგან ორგანიზმი სითხის ნაკლებობას განიცდის - 1,3-1,5 ლ აკლია.

წყალი ამცირებს არა მარტო ტოქსინების კონცენტრირებას, გამოდევნის კიდევაც მათ. თავის ტკივილი დაგიამდებათ, თუ ტირიფის ფესვებს (იყიდება აფთიაქში) დაღეჭავთ. ტირიფი შეიცავს ასპირინის ბუნებრივ ანალოგს - სალიცილს. დალიეთ ცხელი ბულიონი, ტკბილი (მაგრამ სუსტი) ყავა, ტკბილი ლიმონიანი ან თაფლიანი ჩაი, კიტრის მწნილის წვენი, პურის ბურახი, მიირთვით კომბოსტოს მწნილი.

გთავაზობთ განტვირთვის რამდენიმე მარტივ რეცეპტს:

500 გ კარტოფილს დაასხით 2 ლ მდუღარე წყალი, მოხარშეთ და კანიანადვე დაჭყლიტეთ

თავისსავე ნახარშში ისე, რომ თხელი პიურე მიიღოთ. ეს პიურე დღის განმავლობაში მიირთვით.

დიდი ვაშლი დაჭერით 16 ნაწილად, ჩააწყვეთ ჭურჭელში, დააწურეთ ერთი ცალი ლიმონის წვენი - ეს იქნება თქვენი მთელი დღის ულუფა. მოგშივდათ? - მიირთვით თითო ნაჭერი და 30 წუთის შემდეგ მწვანე ან ბალახეულის ჩაი დალიეთ. ორგანიზმი ისვენებს და იმავდროულად იღებს ვიტამინებს.

შეურიეთ ერთმანეთს წვრილად დაჭრილი ჭარხალი, ვაშლი, მოთუთქული შავი ქლიავი და ნიგოზი. გემოვნებით დაამატეთ არაჟანი, შაქარი და ლიმონის წვენი. მთელი დღის განმავლობაში ჭამეთ მხოლოდ ეს სალათა.